02:06 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-28 11:24:35, 613 ნახვა

პოლიტიკა
გელა გელაძე - ჩემთვის დიდი პატივია ვუხელმძღვანელო ამ უწყებას

ჩემთვის დიდი პატივია ვუხელმძღვანელო ამ უწყებას, ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ვემსახურო ჩვენს ქვეყანას და ხალხს,- ამის შესახებ გელა გელაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ განაცხადა.

გელა გელაძემ „ქართული ოცნების“ გუნდს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა პრემიერს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს მხარდაჭერისთვის. ასევე, ძალიან დიდი პატივისცემით მინდა მივმართო ვახტანგ გომელაურს, მან ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბოლო წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში. ჩემთვის დიდი პატივია ვუხელმძღვანელო ამ უწყებას, ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ვემსახურო ჩვენ ქვეყანას და ხალხს“,- აღნიშნა გელა გელაძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურს გელა გელაძე შეცვლის. გელაძე მინისტრის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics