03:26 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-27 11:50:34, 574 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ვინც არჩევნებად წოდებულ წარმოდგენაში, თეატრში მონაწილეობას განიხილავს, დადასტურებულად იქნება ივანიშვილის მსახიობი, რეჟიმის თანამონაწილე

სანქცირებული კალანდარიშვილის, ივანიშვილის, რუსული პარტიის პირობებში, ვინც წარმოდგენაში, თეატრში, არჩევნებად წოდებულში მონაწილეობას განიხილავს, დადასტურებულად იქნება ივანიშვილის მსახიობი, რეჟიმის თანამონაწილე! – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „როდესაც პოლიტპატიმრები, ახალი ტყვეები, ოპოზიციური პარტიის ლიდერები ციხეში არიან, ამ დროს, სიტყვა „არჩევნების“ გამოყენებაც კი დანაშაულია!“

„სანქცირებული კალანდარიშვილის, ივანიშვილის, რუსული პარტიის პირობებში, ვინც წარმოდგენაში, თეატრში, არჩევნებად წოდებულში მონაწილეობას განიხილავს, დადასტურებულად იქნება ივანიშვილის მსახიობი, რეჟიმის თანამონაწილე! პოლიტპატიმრები ციხეში, პლუს ახალი ტყვეები, ახლა უკვე, ოპოზიციური პარტიის ლიდერები და ამ დროს, სიტყვა „არჩევნების“ გამოყენებაც კი - დანაშაულია! ეგ არის ივანიშვილის წარმოდგენა/სპექტაკლი!

ივანიშვილმა ეს სპექტაკლი, წარმოდგენა ვერ უნდა გამართოს და ამის გარშემო გავერთიანდეთ! საქართველო ივანიშვილის გარეშე! ბიძინა უნდა დაემხოს!“ - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics