|
2025-05-26 19:59:32, 911 ნახვა
მსოფლიო
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - მოსკოვში ჩვენი დამოუკიდებლობის ნამდვილი ისტორია იციან და მათ ეს აშინებთ
თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ის საკუთარ გვერდზე წერს და ვიდეომიმართვას ავრცელებს. „ძვირფასო თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ! ვიცით, რომ არასდროს დანებდებით და გვინდა იცოდეთ, რომ ჩვენ მარტო არასდროს დაგტოვებთ. სიყვარულითა და სოლიდარობით, ლიეტუვიდან“, - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი. გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, რუსეთის მეზობლებს დამოუკიდებლობა სურთ და არა ანექსია. „ამ გზავნილს ლიეტუველი ძმებისა და დებისგან გადმოგცემთ. თქვენს დამოუკიდებლობას ჩვენც აღვნიშნავთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მის დაცვაში დაგეხმაროთ. ლიეტუვა, საქართველო და ბევრი სხვა რესპუბლიკა 100-ზე მეტი წლის წინ ერთად დაიბადა. სწორედ ამას აღვნიშნავთ ასეთ დღეებში, დამოუკიდებლობის მოპოვებას იმპერიისგან, რომელიც გვჩაგრავდა. თუმცა, დასავლეთში ბევრმა არ იცის, რომ ჩვენს მსგავს სახელმწიფოებს დამოუკიდებლობის ორი დღე აქვთ. რუსეთმა ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიები დაიპყრო და მარიონეტები დასვა, რათა კვლავ დავეჩაგრეთ, ამიტომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მეორედ მოგვიხდა. ჩვენ ისევ გავიმარჯვეთ. ჩვენს სამეზობლოში ყველამ ვიცით, რომ საბჭოთა კავშირი არ ყოფილა „კავშირი“. რუსეთი ისევ იმპერია იყო და ჩვენ მისი მტრები ვიყავით და არა მოკავშირეები. ჩვენ არ გავწევრიანებულვართ, არამედ ჩვენი ოკუპაცია მოახდინეს. დასავლეთში პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებად მოგვიხსენიებენ, მაგრამ ეს სიცრუეა. მოსკოვში ჩვენი დამოუკიდებლობის ნამდვილი ისტორია იციან და მათ ეს აშინებთ, რადგან ეს ჩვენი გამარჯვების და მათი მარცხის ისტორიაა. ისინი ცდილობენ ჩვენი სიმამაცისა და გამარჯვების ისტორია და მათი სისასტიკის მტკიცებულებები წაშალონ, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთონ, ჩვენ არ დავნებდებით. ქართველებმა და ლიეტუველებმა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი უკრაინელი მეგობრები საერთო მტრის წინააღმდეგ იბრძვიან. მადლობა მათ, რომ ევროპისა და ყველა ჩვენგანის თავისუფლებას იცავენ. კრემლი ყოველთვის მოიტყუება, მაგრამ უკრაინელები სიმართლეს ამხელენ. თქვენც, თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, მსოფლიოს სიმართლეს აჩვენებთ. თქვენ, პირადი რისკის ფასად, ჩაგვრის წინაშე წინააღმდეგობას აჩვენებთ. თქვენ უარს აცხადებთ კორუფციასა და რუსეთის გავლენაზე. თქვენ სისასტიკეს დაუმორჩილებლობით უპირისპირდებით. ჩვენ არ მიგატოვებთ, რადგან არავის სურს მესამე დამოუკიდებლობის დღე. თუ ჩვენ ერთად ვიქნებით, ყოველთვის გავიმარჯვებთ“, - აცხადებს ლანდსბერგისი.
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)