06:04 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-25 11:46:08, 710 ნახვა

პოლიტიკა
„წინააღმდეგობის პლატფორმა“ - ერთადერთი ძალა, რომელიც აწყობს პროვოკაციებს არის ივანიშვილის რუსული რეჟიმი

„ქართული ოცნების“ არალეგიტიმური რეჟიმი, რომელიც ძალადობისა და არასტაბილურობის მთავარი წყაროა, არ წყვეტს განცხადებებს თითქოს 26 მაისს ვინმე პროვოკაციულ ქმედებებს გეგმავს,- ამის შესახებ „წინააღმდეგობის პლატფორმის” განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, აღნიშნულია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირზე მრავალფეროვანი ქართული საზოგადოება იკრიბება ერთადერთი მიზნით - დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად.

„26 მაისი უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს ისტორიაში.

დღე, როცა გამოცხადდა ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობაზე, ჭეშმარიტ ქართულ, მაშასადამე, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

ეს საზეიმო დღეა საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის.

26 მაისს საქართველოს მთავარ გამზირზე სწორედ ამ სულისკვეთებით ვიკრიბებით - ერთად ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობას და კიდევ ერთხელ ერთხმად და ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ ჩვენი თაობა აუცილებლად განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეას, დაუბრუნებს საქართველოს მის კუთვნილ ადგილს ერთიან ევროპულ ოჯახში.

“ქართული ოცნების” არალეგიტიმური რეჟიმი, რომელიც ძალადობისა და არასტაბილურობის მთავარი წყაროა, არ წყვეტს განცხადებებს თითქოს 26 მაისს ვინმე პროვოკაციულ ქმედებებს გეგმავს.

მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირზე მრავალფეროვანი ქართული საზოგადოება იკრიბება ერთადერთი მიზნით - დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად.

ერთადერთი ძალა, რომელიც აწყობს პროვოკაციებს საკუთარი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ არის ივანიშვილის რუსული რეჟიმი.

26 მაისს ყველას გეპატიჟებით რუსთაველის გამზირზე.

ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე” , - აღნიშნულია განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics