06:04 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-24 17:40:07, 962 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმაზე - პასუხისმგებლობა ეკისრება კრემლის მართულ ივანიშვილს

პასუხისმგებლობა ასეთ ქმედებებზე პირდაპირ ეკისრება კრემლის მართულ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა მძიმე კრიზისში, გახლიჩა, დააპირისპირა საზოგადოება და ქვეყანას მიაქანებს დამპყრობელი რუსეთისკენ - გირჩევთ, გამოიძიოთ და დასაჯოთ თავდამსხმელი! მთელი პასუხისმგებლობა თქვენზეა!,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, რეჟიმები ფიზიკურ ძალადობაზე მაშინ გადადიან, როცა ჩამოშლის პირას არიან.

„ქართული ოცნების“ რიგითი „ტიტუშკა“ თავს დაესხა ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას - დღისით, მზისით, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

პასუხისმგებლობა ასეთ ქმედებებზე პირდაპირ ეკისრება კრემლის მართულ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა მძიმე კრიზისში, გახლიჩა, დააპირისპირა საზოგადოება და ქვეყანას მიაქანებს დამპყრობელი რუსეთისკენ.

პასუხი მოგეთხოვებათ ყველაფერზე!

თავდასხმის შემდეგ გრიგოლმა თქვა - "ამ ქვეყნისთვის ბრძოლა ჩემთვის პრივილეგიაა და ვამაყობ ამითო" - ზუსტად ამიტომ გავიმარჯვებთ! ზუსტად ამიტომ ვიბრძვი ამ ადამიანების მხარდამხარ!

როდის გადადიან რეჟიმები ფიზიკურ ძალადობაზე ხომ იცით?! - როცა ჩამოშლის პირას არიან!

გირჩევთ, გამოიძიოთ და დასაჯოთ თავდამსხმელი! მთელი პასუხისმგებლობა თქვენზეა!“,- წერს მამუკა ხაზარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics