08:24 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-24 09:35:18, 660 ნახვა

პოლიტიკა
ჯინ შაჰინი - ზურაბ ჯაფარიძის დაკავება უსამართლოა, კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს

ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავება შემაძრწუნებელი და უსამართლოა, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„მსგავსი ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების ჩახშობის წინააღმდეგ კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს“, - წერს ჯინ შაჰინი.

მისი თქმით, დემოკრატიისთვის ბრძოლაში ქართველ ხალხს ყოველთვის მხარს დაუჭერს.

„დემოკრატიისთვის ბრძოლაში ყოველთვის მამაცი ქართველი ხალხის გვერდით დავდგები და ვამაყობ, რომ კონგრესში ორპარტიულ ძალისხმევას ვუძღვები, “MEGOBARI აქტს”, მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად“, - აღნიშნავს ჯინ შაჰინი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics