|
2025-05-23 12:44:30, 763 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ჯალათი წულუკიანი, რუსი ივანიშვილი ვერასდროს წაგვართმევს თავისუფლებას
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავება უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებულია. როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, ასეთი უსამართლობის პირისპირ ერთადერთი სწორი მოქმედება დღეს არის ოპოზიციის გაერთიანება. „გუშინ ემოციურად ძალიან მძიმე დღე იყო ყველა ნორმალური ადამიანისთვის, როდესაც 3 შვილის მამა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის და მძიმედ ავადმყოფი მოხუცი დედის შვილი, სრულიად უდანაშაულო ადამიანი, ჯალათი წულუკიანის განკარგულებით ციხეში გაუშვეს, მაგრამ წარმოუდგენლად ღირსეულად შეხვდა ზურა ჯაფარიძე მეუღლესთან ერთად ამ უკიდურესად უღირს და უსამართლო ნაბიჯს ივანიშვილის რუსული რეჟიმის მხრიდან. დარწმუნებული ვარ, ასევე ღირსეულად იჯდება სრულიად უდანაშაულო ზურა ჯაფარიძე ივანიშვილის საპყრობილეში თავისუფლებაშეზღუდული ქვეყნის თავისუფლებისთვის. ზურას სიმამაცე, პრინციპულობა, უკომპრომისობა და თავგანწირვა ნამდვილად უნდა გახდეს მაგალითი და დარწმუნებული ვარ, გახდება კიდეც თითოეული ჩვენგანისთვის. გარდა მორალური მაგალითისა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ამ უკიდურესმა უსამართლობამ ასევე მისცეს ბიძგი კონკრეტულ მოქმედებას. ჩემი აზრით, ერთადერთი სწორი მოქმედება დღეს ასეთი უსამართლობის პირისპირ, არის ოპოზიციის გაერთიანება, ის იდეა, რომელსაც ქომაგობდა ზურა ჯაფარიძე 26 ოქტომბრამდე. ერთადერთი სწორი, გონივრული და შედეგის მომცემი მოქმედება, რაც კი ახლა შეიძლება გვქონდეს ოპოზიციურ ფლანგზე, არის ის იდეა, რისთვისაც ზურა ჯაფარიძე იბრძვის. ის გააგრძელებს ამ ბრძოლას გისოსებს მიღმაც. ყოველთვის იქნება გაცილებით უფრო თავისუფალი ივანიშვილის საპყრობილეშიც კი, ვიდრე ივანიშვილის სხვა პაიკი. ერთადერთი სწორი მოქმედება არის ოპოზიციის ერთიანობა და ამ ერთიანობით ამ ბრძოლის მოგება. როგორც ზურა ჯაფარიძემ ბოლო სიტყვაში თქვა, სანამ რეჟიმის ჯალათები დაამწყვდევდნენ, ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ. ივანიშვილმა ძალიან კარგად უნდა შეიგნოს, რომ ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლები. ჯალათი წულუკიანი, რუსი ივანიშვილი ვერასდროს წაგვართმევს ყველაზე ძვირფასს - ეს არის ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თავისუფლება“, - განაცხადა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ზურაბ ჯაფარიძეს ხელბორკილი სასამართლო დარბაზშივე დაადეს.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)