|
2025-05-22 20:51:03, 832 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ჯაფარიძის დაკავებაზე - სამარცხვინოა, კიდევ ერთი ნიშანია ოცნების უსუსურობის
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ,,წინააღმდეგობის პლატფორმის" სახელით „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ დაეჭირათ პოლიტიკური ლიდერები. ზურაბიშვილი ,,წინააღმდეგობის პლატფორმის" სახელით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში პროცესებს პოლიტიკურს უწოდებს და ნიშანს იმისა, რომ იწყება თავდასხმა პოლიტიკურ ლიდერებზე. „დღეს დადგა კიდევ ერთი ძალიან სამარცხვინო დღე „ქართული ოცნებისთვის“. ის, რაც მოაწყვეს: პოლიციური თავდასხმა სასამართლოზე, არავის შეშვება, სხდომის პატარა დარბაზში გადატანა, ყველაფერი ის, რაც დღეს სცადეს იმისთვის, რომ ბოლოს დამთავრებულიყო იმით, რაც ყველამ წინასწარ იცოდა, რომ ზურა ჯაფარიძე გადაეცათ წინასწარ პატიმრობაში, ეს არის სამარცხვინო. ამას სამართალთან კავშირი არ აქვს, ეს არის პოლიტიკური საქმე, რომელიც იმის ნიშანია, რომ იწყება პირდაპირი პოლიტიკური თავდასხმა ლიდერებზე, რაც არის ერთი მხარე. მეორე მხრივ გვყავს საზოგადოებრივი აქტივისტები, მოღვაწეები, რომლებიც დღეს ციხეში არიან სრულიად არაფრისთვის, შემდეგი ეტაპი არის ეს პოლიტიკურ ლიდერებს შეეხოს. საგამოძიებო კომისია ამ ყველაფრისთვის იყო შექმნილი, არა იმისთვის, რომ გამოიძიოს წინა რეჟიმის დანაშაული, არამედ საშუალება გამხდარიყო, დაეჭირათ ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც უნდათ ციხეში დაინახონ. ეს სამარცხვინოა „ქართული ოცნებისთვის“. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი მათი უსუსურობის, არ იციან რეპრესიები სანამდე და საითკენ წაიყვანონ. ყველა რეჟიმი, რომელიც ასეთ დღეშია, თვითონ არის განწირული იმისთვის, რომ დასრულდეს. გვჭირდება გამძლეობა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ განაჩენი დღეს გამოტანილია - განაჩენი გამოტანილია „ქართული ოცნებისთვის“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)