|
2025-05-21 13:08:28, 1312 ნახვა
საზოგადოება
უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბი გაიხსნა
ვაკის რაიონში უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა დასრულდა. გვირაბი თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვაკის მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად გახსნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი გვირაბი იწყება უნივერსიტეტის ქუჩაზე, სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარედ და მიხეილ შავიშვილის ქუჩის გავლით, პეტრე ქავთარაძის ქუჩას უკავშირდება. გვირაბში გათვალისწინებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა – თითო ზოლი თითოეული მიმართულებით. დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ, მმართველი გუნდის თანადგომით, ქალაქში კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. „დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დავასრულეთ. სამუშაოების პირველი ეტაპი იყო საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩასა და ბაგების დასახლებას ერთმანეთთან დააკავშირებდა. მეორე ეტაპი იყო გვირაბის მშენებლობა, რომელიც უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსიდან იწყება და შავიშვილის ქუჩის გავლით უკავშირდება ქავთარაძის ქუჩას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პროექტში იღებდა მონაწილეობას – სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს; ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობდა აღნიშნულ სამუშაოებს; ვინც დააპროექტა და ა.შ. მომავალში კიდევ ბევრი სამუშაო, ახალი პროექტები გვაქვს დაგეგმილი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო მოწესრიგებული, გამწვანებული და ლამაზი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ, ცხადია, ჯერ კიდევ გვაქვს გამოწვევები, მაგრამ მათ არ ვუშინდებით – ძალიან დიდი მხარდაჭერაა გუნდის მხრიდან, რომ ჩატარდეს ისეთი სამუშაოები, რაც ქალაქს უკეთესობისკენ შეცვლის“, – განაცხადა კახა კალაძემ. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყო მისასვლელი და გამოსასვლელი პანდუსები, ტროტუარი, სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემები, ასევე, დამონტაჟდა გარე და გვირაბის შიდა განათების თანამედროვე „ლედ“ სისტემა. უსაფრთხო გადაადგილების მიზნით გვირაბის მიმდებარედ აშენდა ფერდის დამცავი რკინაბეტონის კედლები. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა მიხეილ შავიშვილის ქუჩაზეც, რომელიც სრულად რეაბილიტირდა. შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები – წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები. ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდა, განახლდა გზის საფარი, მოეწყო ტროტუარი, საპარკინგე სივრცეები და საგზაო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, დამონტაჟდა შუქნიშნები, საგზაო ნიშნები და დაიხაზა გზის სავალი ნაწილი. ტერიტორიაზე ასევე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის. „გვირაბის მშენებლობა და შავიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარით დაფინანსდა. პროექტი ხელს შეუწყობს დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელის განვითარების დინამიკას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების ხარისხს. ვაკისა და საბურთალოს რაიონების დაკავშირება თანამედროვე ინფრასტრუქტურული სტანდარტების შესაბამისი გვირაბითა და განახლებული ქუჩით მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაადგილების დროს და საგზაო დატვირთვას, ასევე, უზრუნველყოფს ტრანსპორტის შეუფერხებელ მოძრაობას. აღსანიშნავია ისიც, რომ გვირაბის მიმდებარედ ხორციელდება უკუშევსების სამუშაოები, რის შემდეგაც გვირაბის თავზე მოეწყობა ე.წ. მაღლივ კორპუსთან მისასვლელი გზა და ტერიტორია აღდგება პირვანდელი სახით. აღნიშნული სამუშაოები ივნისის დასაწყისში დასრულდება. ახლად გახსნილი გვირაბი, დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილეებმა – ირაკლი ბენდელიანმა და ანდრია ბასილაიამ, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს“, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)