10:45 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-14 11:34:50, 567 ნახვა

მსოფლიო
ჯორჯია მელონი - მოველით, რომ რუსეთი სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდება, - ინფორმაციას უკრაინული მედია იტალიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იტალიისა და თურქეთის ლიდერებმა განიხილეს დიპლომატიური პერსპექტივები და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიმართ.

ჯორჯია მელონის თქმით, ის მოელის, რომ რუსეთი, უკრაინის მსგავსად, დადებითად უპასუხებს მაღალი დონის მოლაპარაკებებზე მიწვევას და დათანხმდება სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, როგორც მშვიდობისთვის მზადყოფნის კონკრეტულ ნიშანს.

შეგახსენებთ, შაბათს გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა რუსეთს 12 მაისიდან ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შეთავაზებით გამოვიდა. აღნიშნულის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს პირადად დაელოდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics