18:46 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-07 18:48:16, 916 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ბარამიძე - მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა მოსალოდნელიც იყო

ამ მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა მოსალოდნელიც იყო. ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს იმ ადამიანების წრე, რომლებსაც შეუძლია, ენდოს ქვეყნის ღალატის საკითხში, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

გიორგი ბარამიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ხავსს ეჭიდება, თითქოს „მეგობარი აქტი“ არ იქნება მიღებული და ხელმოწერილი ტრამპის მიერ.

„ამ მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა მოსალოდნელიც იყო. ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს იმ ადამიანების წრე, რომლებსაც შეუძლია ენდოს ქვეყნის ღალატის საკითხში და ამავდროულად ისიც ჩანს, რომ ხავსს ეკიდებიან, თითქოს აშშ-ში კვლავ კობახიძის და ივანიშვილის ჭკუაზე გაივლის ვინმე და „მეგობარი აქტი“ არ იქნება მიღებული და ხელმოწერილი ტრამპის მიერ. როგორც მიიღო კონგრესის ქვედა პალატამ მეგობარი აქტი, ისე მიიღებს სენატიც ამ აქტს და პრეზიდენტი ტრამპიც მოაწერს ხელს. მას შემდეგ, რაც ეს მოღალატეთა ბანდა დამარცხდება ქართველ ხალხთან, ყველა კარგად დავინახავთ, თუ როგორ აგებენ პასუხს იმ ყველაფრის გამო, რასაც სჩადიან ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics