04:34 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 11:42:10, 550 ნახვა

სამართალი
კუჭავას მეუღლე ქირიას საქმის დოკუმენტების გაცნობას ითხოვს

გვიან ღამით პროკურატურაში იმყოფებოდნენ ბიძინა კუჭავას მეუღლე და ადვოკატიც, რომლებიც პროკურორ ვახტანგ ქირიას საქმის მოწმეთა ბაზის გაცნობას ითხოვდნენ.

არ არის გამორიცხული, ამის შემდეგ მეუღლემ ჩვენების ხელმეორედ მიცემა და კონკრეტულ პირთა დაკითხვაც მოითხოვოს.

ისინი, ასევე ითხოვენ ინფორმაციას სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით და ვისთან საუბრის შემდეგ გავიდა კუჭავა სახლიდან ქირიას მკვლელობიდან მესამე დღეს.

ისინი თბილისის პროკურორის მოადგილეს შეხვდნენ.

როგორც კუჭავას ოჯახის ადვოკატმა აღნიშნა, მათ ყველა იმ დოკუმენტის მიღება სურთ რაც პროკურატურას ამჟამად ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობასთან დაკავშირებით აქვთ მოპოვებული.

"გვაინტერესებდა ვიდეო მასალების ნახვა და ყველა იმ დოკუმენტების გადმოცემა, რაც მათ აქვთ მოპოვებული. თუნდაც კუჭვას და ქირიას ჰქონდათ სატელეფონო კომუნიკაცია და ვფიქრობთ, რომ შეიძლება ქირიამ დაურეკა კუჭავას და სწორედ ქირიას სატელეფონო ზარის შემდეგ მოხდა კუჭავას სახლიდან გასვლა", - განაცხადა ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ.

შეგახსენებთ, პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი ქავთარაძეზე, ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 13 იანვარს, დაახლოებით, 16:15 საათზე, ვახტანგ ქირია სახლიდან გავიდა და მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო. გამორთული იყო მობილური ტელეფონი, არ ჩანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა და ვერ ხერხდებოდა მასთან დაკავშირება. 16 იანვარს ის ქავთარაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში მოკლული იპოვეს.

შსს-ს ცნობით, ქირია კუჭავამ მოკლა. გამოძიების ინფორმაციით, ბიძინა კუჭავა კი, თბილისში, იუსტიციის სახლთან დავით პოპოვის ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც პოლიცია კვალზე იყო გასული. სამართალდამცველების მისვლამდე კი, მან ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics