18:46 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-07 15:35:29, 578 ნახვა

პოლიტიკა
თაზო დათუნაშვილი - „ქართული ოცნების“ ყრილობა და ახალი თავმჯდომარის არჩევა არაფერს ცვლის

„ქართული ოცნების“ ყრილობა და ახალი თავმჯდომარის არჩევა არაფერს ცვლის - ბიძინა ივანიშვილი ამ ვერტიკალის თავშია, ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ მიბმულია მოსკოვთან, რუსულ სპეცსამსახურებთან, - ასე გამოეხმაურა „ლელო - ძლიერი საქართველოს” წევრი, თაზო დათუნაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის არჩევას.

მისივე მტკიცებით, პროცესი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება.

„ქართული ოცნების” ყრილობა და ახალი თავმჯდომარის არჩევა არაფერს ცვლის. ბიძინა ივანიშვილი ამ ვერტიკალის თავშია, ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ მიბმულია მოსკოვთან, რუსულ სპეცსამსახურებთან. ის ცენტრალიზებულად მთელ ვერტიკალს მართავს. მის შემდეგ რა ხდება, ასეთ ჰიპერცენტრალიზებულ სისტემაში, საერთოდ საინტერესო არ არის. ამის პარალელურად, მის ქვემოთ მთელი ძალაუფლების კონსოლიდაცია კობახიძის ხელში ხდება, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, სანამ ბიძინა ივანიშვილი უცვლელ ადგილას რჩება და ისევ საპატიო თავმჯდომარეა. პროცესი მის მიერ იმართება, პოლიტიკას ის წყვეტს, ეს ოლიგარქატის მთელი არსია”, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics