15:17 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-06 15:39:19, 580 ნახვა

მსოფლიო
ლინ ძიანი - ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ვეწინააღმდეგებით

ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ვეწინააღმდეგებით, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა განაცხადა.

„ჩინეთი ისრაელ-პალესტინის ამჟამინდელი ვითარებით შეშფოთებულია. ჩვენ ღაზაში მიმდინარე ისრაელს სამხედრო მოქმედებებს ვეწინააღმდეგებით“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს შეასრულებენ.

შეგახსენებთ, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის გაფართოების გეგმა დაამტკიცა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზაში ახალი სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანი „ჰამასის“ დამარცხებაა, ინტენსიური იქნება და უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის გადაადგილება მოხდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics