2025-05-05 17:14:36, 783 ნახვა
მსოფლიო
უცნობმა პირებმა მაჰაჩყალაში პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა 3 სამართალდამცავი
დაღესტანში, მაჰაჩყალაში უცნობმა პირებმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც პოლიციელების მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოყვა.
РИА Дагестан-ის ცნობით, რუსეთის შსს-მ განაცხადა, რომ სროლის შედეგად 3 პოლიციელი დაიღუპა და თავდამსხმელები დანაშაულის ადგილიდან სამართალდამცავების მანქანის მეშვეობით მიიმალნენ, მათი ადგილმდებარეობა ჯერჯერობით უცნობია.
ასევე, გამოცემა იუწყება, რომ სროლის შედეგად ერთ-ერთი თავდამსხმელიც დაიღუპა.
დაღესტნის მეთაურმა, სერგეი მელიკოვმა საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ "წინასწარი ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლებმა მანქანის შეჩერება სცადეს, თუმცა მძღოლი [პოლიციის ბრძანებას] არ დაემორჩილა და მათ ცეცხლი გაუხსნა. არიან დაშავებულები. ამჟამად სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ."
ავტორი: ექსპრესნიუსი,