19:58 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-03 12:20:11, 714 ნახვა

მსოფლიო
პრინცი ჰარი აცხადებს, რომ სამეფო ოჯახთან „შერიგება სურს“

სასექსის ჰერცოგმა, ჰარიმ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ძალიან სურს სამეფო ოჯახთან შერიგება.

ჰარის თქმით, ის განადგურებულია ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც მას უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე უარი უთხრა.

პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ მეფე „უსაფრთხოების საკითხების გამო მას არ ელაპარაკება“. მისივე თქმით, აღარ სურს ბრძოლა.

„იმდენი უთანხმოება იყო ჩემსა და ჩემს ოჯახს შორის, მაგრამ მე მათ ვაპატიე. ვისურვებდი ჩემს ოჯახთან შერიგებას. აზრი არ აქვს ბრძოლის გაგრძელებას, რადგან ცხოვრება ძვირფასია“, – განაცხადა პრინცმა.

პრინც ჰარის სასამართლო დავა, რომელიც მისი უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა, პრინცისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა. ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, პრინც ჰარის აღარ მიენიჭება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პოლიციის დაცვა მას შემდეგ, რაც მან 2020 წელს უარი თქვა სამეფო მოვალეობებზე და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.

ჰარიმ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებას და შესაძლოა, მომავალში ბრიტანეთში დაბრუნების შესაძლებლობაც კი გაართულოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics