07:52 - 06 Jun, 2026
|
2025-05-01 16:45:01, 6111 ნახვა
რეგიონი
30 წლის შემდეგ, მოსკოვიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით პირველი თვითმფრინავი გაფრინდა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
მოსკოვიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით პირველი თვითმფრინავი გაფრინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსული მედიის ინფორმაციით, 30 წლის შემდეგ პირველად, მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტიდან სოხუმში პირველ რეისს ავიაკომპანია UVT Aero ასრულებს. ამასთან, გამოცემა „ეხო კავკაზას“ ცნობით, დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო და რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი, მიხაილ მურაშკო იმყოფებიან. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი რეისი 3 მაისს იყო დაგეგმილი, თუმცა „გაზრდილი მოთხოვნის გამო“, ავიაკომპანია UVT Aero-მ გადაწყვიტა, 1-ელ მაისს დამატებითი რეისი შეესრულებინა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)