|
2025-04-30 14:55:22, 677 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრის მოადგილე - ავღანეთთან და კიდევ 16 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის გახსნა არ ყოფილა და არც იგეგმება
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ცვლილებები, სამწუხაროდ, უკუღმა გაიგეს და საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს, ჩვენ უვიზო მიმოსვლა გავხსენით ავღანეთთან და კიდევ 16 ქვეყანასთან, რაც მტკნარი სიცრუეა - არ ყოფილა არასდროს და არც იგეგმება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძე განაცხადა. მისი განმარტებით, მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 17 ქვეყნის მოქალაქეებს დამატებითი შეზღუდვები დაუწესდათ და თუკი აქამდე მათ საქართველოში შემოსვლა ისეთი ვიზით ან ბინადრობის მოწმობით შეეძლოთ, რომელთა მოქმედების ვადაც, პირობითად, 5 დღე გრძელდებოდა, ახლა მთავრობა 1-წლიან ვადას ითხოვს. „2015 წლიდან მოქმედებს დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს 50 ქვეყნის ჩამონათვალს და ამ ქვეყნების ვიზით ან ბინადრობით, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, რომ შემოვიდეს საქართველოში, თუმცა არ იყო დაკონკრეტებული, მოქმედების რა ვადა უნდა ჰქონოდა ან ვიზას ან ბინადრობას. ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ 17 ქვეყანა და ეს სიაც დართული აქვს თან ამ დადგენილებას, რომელთა მოქალაქეებიც გამოირჩეოდნენ დარჩენის უკანონოდ შემთხვევებით. ასევე, თავშესაფრის მოთხოვნების მეოთხედი სწორედ ამ ქვეყნების მოქალაქეებზე მოდიოდა. შესაბამისად, შევიდა ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში და ამ 17 ქვეყნის მოქალაქეს, თუკი აქამდე შეეძლოთ რომ ქვეყანაში შემოსულიყვნენ სპარსეთის ყურის ქვეყნების თუნდაც 5-დღიანი ბინადრობით ან ვიზით, ამ შემთხვევაში დაწესდა ჩამკეტი, რომ 1 წელი და მეტი უნდა იყოს ვიზის მოქმედება იმისათვის, რომ ქვეყანაში შემოვიდნენ. ამ დადგენილების მიღებამდე, 17 ქვეყნის მოქალაქეს შეძლო თუნდაც 5-დღიანი ბინადრობით შემოსულიყო ქვეყანაში და ჩვენ გავზარდეთ ეს ერთ წლამდე. აქ შეზღუდვის მიზანი იყო ის, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები გამოირჩეოდნენ ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის მაღალი მაჩვენებლით და თავშესაფრის მოთხოვნის მაღალი მაჩვენებლით. შესაბამისად, სხვადასხვა კოლეგა უწყებებთან კონსულტაციის შედეგად, შეიზღუდა და დამატებითი მოთხოვნები დაუწესდათ. არავითარი უვიზო მიმოსვლა ამ ქვეყნებთან ჩვენ არ გაგვიხსნია, არც იგეგმება და არც ყოფილა არასდროს. პირიქით, თუკი აქამდე მარტივად შეეძლოთ პირობითად, 5-დღიანი ბინადრობით ან 10-დღიანი ვიზებით შემოსულიყვნენ ქვეყანაში, ახლა ეს 1 წლამდე გაიზარდა," - განაცხადა დარახველიძემ. ცნობისთვის, ცვლილებები აღნიშნულ 17 ქვეყანას შეეხო: ავღანეთი, ბანგლადეში, განა, ეთიოპია, ერიტრეა, იემენი, კამერუნი, კოტ-დ'ივუარი, კონგო, მაროკოს სამეფო, ნიგერია, პაკისტანი, სომალი, სირია, სუდანი, ტანზანია, უგანდა.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)