2025-04-29 20:45:28, 254 ნახვა
ომი უკრაინაში
ოლგა სტეფანიშინა - ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მსვლელობის განბლოკვისთვის უკრაინა და უნგრეთი კონსულტაციებზე შეთანხმდნენ
![]() ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მსვლელობის განბლოკვისთვის უკრაინა და უნგრეთი კონსულტაციებზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა. მისი თქმით, 12 მაისიდან “რეგულარულად იმუშავებენ გუნდები, რომლებიც დღეს ბუდაპეშტში იმყოფებოდნენ, უკრაინული და უნგრული მხრიდან”. სტეფანიშინას თქმით, სამომლაპარაკებლო ჯგუფები იმუშავებენ “იქამდე, სანამ არ განვსაზღვრავთ ამოცანების სრულ სიას თერთმეტი რეკომენდაციის ფარგლებში, რომლებიც უნგრული მხარის შეშფოთების საგანია”. “ველით, რომ ამ კვირის განმავლობაში ვიმუშავებთ უნგრული მხარის საპასუხო წინადადებებზე და გათვლა გვაქვს, რომ 12 მაისიდან უკვე გვექნება შუალედური შედეგები” , - განაცხადა სტეფანიშინამ. მან ასევე აღნიშნა, რომ სამშაბათს, 29 აპრილს, უნგრეთში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს უკრაინულ დელეგაციას ბუდაპეშტისგან არანაირი რადიკალური ან ნეგატიური განცხადებები არ მოუსმენია.
Amazon-მა ორბიტაზე პირველი ინტერნეტ თანამგზავრები გაუშვა
ტრამპი- შესაძლოა, საბოლოოდ უკრაინის მხარეს ვიყო, მაგრამ არა აუცილებლად ზელენსკის მხარეს
მიხეილ სააკაშვილი - ნანუკა ჟორჟოლიანს ერჩიან იმიტომ, რომ შურთ და ეშინიათ მისი
აქციებზე მყოფი პოლიციელების კვებაზე, გამარტივებული შესყიდვით, 100 000 ლარის დახარჯვა იგეგმება
|
რედაქტორის რჩევით
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
![]() რეჟიმის მიერ ოთხი მაღაროელის დაჭერის მიზეზი და ქრონოლოგია
ომი უკრაინაში![]() ოლგა სტეფანიშინა - ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მსვლელობის განბლოკვისთვის უკრაინა და უნგრეთი კონსულტაციებზე შეთანხმდნენ
![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი სამხედრო წვრთნების საფარქვეშ ბელარუსში “რაღაცას“ ამზადებს
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
|