21:22 - 29 Apr, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-29 16:02:11, 266 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი - სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა აღმაშენებელი კი არა, ახალი ქართველის შექმნის მსურველი ძალა იყო

კომისიის დასკვნაში ფაქტებზე დაყრდნობით ვაჩვენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა აღმაშენებელი და აღმშენებელი კი არ იყო, არამედ ახალი ქართველის შექმნის მსურველი ძალა იყო, რომელმაც არ დაინდო ჯარი, არ დაინდო პატიმარი, არ დაინდო ქალი, არ დაინდო ბავშვები, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის შუალედური ანგარიშის წარდგენისას პლენარულ სხდომაზე, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

წულუკიანის თქმითვე, მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც მისი გუნდის წევრები, საქართველოს ისტორიაში, როგორც „დადებითი პოლიტიკური თანამდებობის პირები ვერ შევლენ“.

„ამ დასკვნის შედეგი იქნება მრავალნაირი. ერთ-ერთი შედეგი ისიც იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა, ამას სხვა სიტყვა არ ჰქვია, საქართველოს ისტორიაში უკვე დოკუმენტურადაც ვეღარ შევა იმად, რადაც მათ უნდოდათ, რომ საკუთარი თავი მცდარად შეეყვანათ. ის ვეღარ შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ქართული სახელმწიფოსთვის ამაგის დამდები, თუ როგორც თავად ამბობს, ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი, რაც თავისთავად, ტყუილი იყო. ყოველ შემთხვევაში, თუ იმ იმედს გაამართლებდა, რითაც ის ხალხმა თავიდან აღჭურვა, პოზიტიურად მაინც შეეძლო შესულიყო ქართულ ისტორიაში. ის ვერ შევა საქართველოს ისტორიაში როგორც დადებითი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ვერც მისი გუნდის წევრები და არა მხოლოდ. ჩვენი მიზანია, რომ ფაქტებზე დაყრდნობით და არა იმაზე, მე რა მგონია, ან თქვენ რა შეიძლება გეგონოთ, ან ჩვენს პოლიტიკურ გუნდს რა წარმოუდგენია. არამედ, ფაქტებზე დაყრდნობით ვაჩვენებთ, რომ ეს ჯგუფი, კრიმინალური ბანდა, აღმაშენებელი და აღმშენებელი კი არ იყო, არამედ ეს რეალურად იყო ახალი ქართველის შექმნის მსურველი ძალაა, რომელმაც არ დაინდო ჯარი, არ დაინდო პატიმარი, არ დაინდო ქალი, არ დაინდო ბავშვები. ბავშვებით იყო ქართული ციხე გადატენილი. არავინ არ დაინდო, რეალურად. არ დაინდო საკუთარი სამშობლო, გაწირა, ტერიტორიები დაკარგა, კიდევ უფრო გაამყარა მტერი სახელმწიფოს, ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის ინტერესები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ა.შ. ეს ყველაფერი ისტორიულად დარჩება ჩვენი პარლამენტის არქივში“,- განაცხადა წულუკიანმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აქციებზე მყოფი პოლიციელების კვებაზე, გამარტივებული შესყიდვით, 100 000 ლარის დახარჯვა იგეგმება
ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის გათიშვაზე ევროკომისია გამოძიებას დაიწყებს
ოლგა სტეფანიშინა - ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მსვლელობის განბლოკვისთვის უკრაინა და უნგრეთი კონსულტაციებზე შეთანხმდნენ
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი სამხედრო წვრთნების საფარქვეშ ბელარუსში “რაღაცას“ ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი