16:46 - 29 Apr, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-29 11:44:40, 267 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ჩიკვაიძისა და მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას არ ესწრება გიორგი ჩიკვაიძე. როგორც სასამართლომ განმარტა, ჩიკვაიძე სხდომას არ ესწრება გამომდინარე იქიდან, რომ ის პროცესიდან გაძევებულია.

რაც შეეხება ირაკლი პაპიაშვილს, ის სხდომას ესწრება და სასამართლოს ჩვენებას აძლევს.

ინფორმაციისთვის, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით 11 მარტს შეეცვალა, ის სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ, ჩიკვაიძის მხრიდან გირაოს პირობების დარღვევის მოტივით მიმართა, რაც მოსამართლე იზა კელენჯერიძემ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება ირაკლი პაპიაშვილს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო ძალაში დარჩა.

ცნობისთვის, გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.

კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის" ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას - „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთის ერთ-ერთ რესტორანში ხანძარს 22 ადამიანი ემსხვერპლა
სალომე ზურაბიშვილი - შესაძლოა, რეჟიმმა შიშის დათესვა სცადოს, მაგრამ ეს ჩვენს სიმტკიცეს მხოლოდ გააძლიერებს
სუს-ის ანგარიში - პირთა გარკვეული ჯგუფი გეგმავდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას
ნანუკა ჟორჟოლიანი - ჯერ დაგვაყადაღეს, ახლა ჩხრეკაზე შემოვიდნენ, შემდეგ ეტაპზე, სავარაუდოდ, ბრალს წამიყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი