ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს - ვიდეო
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჟორჟოლიანი ავრცელებს.
როგორც ჟორჟოლიანი აღნიშნავს, „ჩხრეკაზე მივიდნენ“ სხვა ფონდების დამფუძნებლებთანაც.
„ჩხრეკაზე მოვიდნენ ჩემთან. ყველა ფონდის დამფუძნებელთან შევიდნენ,“ - წერს ჟორჟოლიანი.
საქველმოქმედო ფონდების ხელმძღვანელების სახლების გარდა, ჩხრეკა მიმდინარეობს სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლშიც.