02:24 - 28 Apr, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-27 16:45:55, 262 ნახვა

სამართალი
18 ჟურნალისტი და ოპერატორი მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს - სარჩელის განხილვა ხვალ იწყება

18 ჟურნალისტი და ოპერატორი მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. თავისუფალი მედიის სარჩელის განხილვა სასამართლოში ხვალიდან იწყება.

სარჩელი 2023 წელს დარღვეულ უფლებებს უკავშირდება, როცა მედია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს აშუქებდა, პოლიცია კი მათ მუშაობაში ხელს უშლიდა. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მედიის წარმოამდგენლები გახდნენ როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლნი. ეს ის საქმეებია, რომელზეც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება წელიწადნახევრის წინ დაიწყო, მაგრამ ყველა თაროზეა შემოდებული.  

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაშავდა "ტვ პირველის" ოპერატორი ნიკო კოკაიაც. მას ფეხი მოტყდა და ამის გამო საკუთარ სამსახურეობრივ მოვალეობას გარკვეული პერიოდი ვეღარ ასრულებდა.

ოპერატორი ამბობს, რომ აქციებზე პირველი სამიზნეები სწორედ ჟურნალისტები და ოპერატორები არიან, რომლებიც რეჟიმის დანაშაულებს იღებენ.

თითქმის ორი წელი გავიდა მომხდარი ამბიდან, სადაც დავზარალდით ჟურნალისტები და ოპერატორები. არცერთ საგამოძიებო უწყებას დაზარალებულის სტატუსიც კი არ  მოუნიჭებია ჩემთვის. ორი კვირის განმავლობაში ფიზიკურად შეუძლებელი იყო ჩემი დამოუკიდებლად გადაადგილება, რომ აღარაფერი ვთქვა პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე. ოპერატორების მიმართ აგრესია გამოიხატება ბევრი, სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა, წყლის ჭავლის მიზანმიმართულად გამოყენება, რის გამოც გვიზიანდება ხოლმე ხშირად აპარატურა. ოპერატორები ვართ სამიზნე, რომლებიც ვიღებთ მათ დანაშაულებს, რაც, რა თქმა უნდა, არ აწყობთ, - ამბობს ნიკო კოკაია. 

ჟრნალისტებს და იურისტებს არ აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ამბობენ, რომ ამ ეტაპის გავლა მნიშვნელოვანია, რათა მასალები დოკუმენტირდეს და შემდეგ უკვე ევროპულ სასამართლოში გადაიგზავნოს.  

2024 წლის 28 ნოემბრიდან, საქართველოში პროევროპული აქციების დაწყებიდან დღემდე, ჟურნალისტებზე ძალადობის, მუშაობაში ხელშეშლის, მათთვის ტექნიკის ჩამორთმევის ან დაზიანების ასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში, 147 რეპორტიორი დაშავდა.

ამ მონაცემებს ორგანიზაცია “მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრი” (CMIS) აქვეყნებს. ეს ორგანიზაცია მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილ ინციდენტებს იკვლევს და აღწერს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
რუბიო - მომავალი კვირა უკრაინაში ომის დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
მიტროპოლიტი იაკობაშვილი - პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო?
გერმანიაში ქართველი დააკავეს, რომელსაც ტელეფონში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოები ჰქონდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი