18:04 - 27 Apr, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-26 22:17:23, 426 ნახვა

სხვადასხვა
კახეთში, ჩხარტიშვილის სასტუმროში პუტინთან დაახლოებული და სანქცირებული პირი იუბილეს აღნიშნავს

ტელეკომპანია „ფორმულას” გადაცემა „შაბათის ფორმულას” ინფორმაციით, კახეთში, სიღნაღში, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის სასტუმროში ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირი, ოლიგარქი, რუსეთის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი, ვლადიმირ იაკუნინი იმყოფება.

„ფორმულას” ცნობით, მასთან ერთად არის მისი შვილი, ანდრეი იაკუნინი.

ტელეკომპანიის თანახმად, საქართველოში ისინი სწორედ ანდრეი იაკუნინის დაბადების დღეს აღნიშნავენ – წვეულებას 200-მდე ადამიანი ესწრება.

ვლადიმირ იაკუნინი აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პირია.

აშშ-მა იაკუნინს ფინანსური სანქციები, როგორც პუტინის უახლოესი წრის წარმომადგენელს, ჯერ კიდევ 2014 წელს დაუწესა – მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. 2014 წელსვე ის სანქცირებულთა სიაში ავსტრალიამ შეიყვანა.

დიდმა ბრიტანეთმა კი იაკუნინს სანქციები 2022 წლის აპრილში დაუწესა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა.

მისი შვილი, 47 წლის ანდრეი იაკუნინი კი 2022 წელს ნორვეგიაში დააკავეს შპიცბერგენის არქიპელაგსა და ნორვეგიის სანაპიროზე დრონების მართვისთვის. ნორვეგიის კანონმდებლობით, რომელიც ქვეყანამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ამ ქვეყნისთვის სანქციების დაწესებასთან ერთად მიიღო, რუსეთის მოქალაქეებისთვის ნორვეგიის საჰაერო სივრცეში დრონების მართვა აკრძალულია.

რაც შეეხება ვანო ჩხარტიშვილის სასტუმროს ბოდბეში – 2024 წლის 16 იანვარს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” წერდა, რომ „საქართველოს მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორის, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანიისთვის გადაცემული ქონების პრივატიზაციის პირობებში”.

„2014 წელს სახელმწიფომ „სომგოს კომპანიას“ სიღნაღში 35,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა, სასტუმროს აშენების, ვენახის გაშენებისა და ადგილობრივების დასაქმების პირობით. საინვესტიციო ვალდებულება თავდაპირველ დათქმულ 3 წლის ვადაში არ შესრულდა, რის შემდეგაც ვადა 2-ჯერ გახანგრძლივდა, 2016 და 2018 წლებში.

2023 წლის 4 დეკემბრის განკარგულებაც, სავარაუდოდ, პროექტის საინვესტიციო ვადის მორიგ ჯერზე გახანგრძლივებას ეხება.

პრივატიზაციის ეს შემთხვევა წარსულში “ტვ პირველის” გამომძიებელი ჟურნალისტების დაკვირვების საგანიც გამხდარა“. – განაცხადა მაშინ TI-ის განცხადებაში.

ვანო ჩხარტიშვლმა TI-ის განცხადებას სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ „სიღნაღის სასტუმროს აუქციონზე 2007 წელს 1, არამედ 2 700 000 ლარი გადაიხადა”.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პირველად ევროპის გრან-პრიზე მშვილდოსნობაში საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა
ეროვნულმა ნაკრებმა კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვა
სპორტის სამინისტროსთვის ავტომობილების პირველი კლასის მოდელები შეიძინეს - სულ 440 ათას ლარზე მეტის
18 ჟურნალისტი და ოპერატორი მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს - სარჩელის განხილვა ხვალ იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი