2025-04-25 21:13:38, 791 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.
მოქალაქეები, რომლებიც უკვე 5 თვეზე მეტია, უწყვეტად აპროტესტებენ და რუსთაველის გამზირზე გამოდიან პროტესტის ნიშნად, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ, რაც გზა გადაკეტეს სკანდირებდნენ: "ცეცხლი ოლიგარქიას!", “არა რუსულ რეჟიმს!".
პარლამენტთან შეკრებილებს ის მომიტინგეებიც შეუერთდებიან, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან არიან შეკრებილები.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,