2025-04-25 17:27:07, 758 ნახვა
მსოფლიო
CIA-ის დირექტორის მოადგილის შვილი, რომელიც რუსეთის ჯარში იბრძოდა, დაიღუპა
![]() რუსული მედიის ცნობით, უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდა და დაიღუპა პირი, რომლის დედაც აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოადგილეა ციფრულ ინოვაციებში. მედიის ინფორმაციით, 21 წლის მაიკლ გლოსს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული და რუსეთის არმიაში ირიცხებოდა. გამოცემა Важные истории-ს ცნობით, მაიკლ გლოსი აშშ-ში ჰუმანიტარულ კოლეჯში ადამიანებისა და გარემოს ურთიერთქმედების მიმართულებით სწავლობდა. 2023 წელს კი მან ჯერ კოლეჯი, შემდეგ კი აშშ დატოვა და რამდენიმეთვიანი მოგზაურობის შემდეგ, ამავე წელს, რუსეთის არმიას შეუერთდა. მათივე ცნობით, გლოსი აშშ-ს დატოვების შემდეგ ჯერ იტალიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი ისრაელში, საიდანაც დეპორტით გააძევეს. ამის შემდეგ მან, რამდენიმე თვე თურქეთში გაატარა. 2023 წლის 13 აგვისტოს კი რუსეთში საქართველო-რუსეთის საზღვრის გავლით ჩავიდა და მალევე ჩაეწერა რუსეთის არმიაში. ოჯახის ცნობით, მაიკლ გლოსი 4 აპრილს გარდაიცვალა, თუმცა, მისი დაღუპვის გარემოებები უცნობია. მაიკლ გლოსის დედა, ჯულიანა გალინა CIA-ს ციფრულ ინოვაციებში დირექტორის მოადგილის პოსტზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაწინაურდა. გლოსის მამა, ლარი გლოსი კი აშშ-ს საზღვაო ძალების ვეტერანი და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Security Information Systems-ის დირექტორია.
ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
რუბიო - მომავალი კვირა უკრაინაში ომის დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
მიტროპოლიტი იაკობაშვილი - პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო?
გერმანიაში ქართველი დააკავეს, რომელსაც ტელეფონში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოები ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ბევრი ამერიკელი პრეზიდენტი გააცურა, ტრამპი ყველაზე მეტად
![]() ვატიკანმა პროტოკოლი დაარღვია და ზელენსკის პაპის დაკრძალვაზე პირველი რიგის ადგილი დაუთმო
ომი უკრაინაში![]() ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა)
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
|