03:08 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-25 16:08:40, 1115 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს რკინიგზა - ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ვაგონის დაკვამლიანებით არავინ დაშავებულა

საქართველოს რკინიგზა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ვაგონში მომხდარი დაკვამლიანების შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ. 

"გომი-აგარას გადასარბენზე, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, მოხდა დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა დროულად და ამ წუთებში საქართველოს რკინიგზა მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანაზე მუშაობს, გზაშია დამატებითი მატარებელი. გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს მოკვლევა. მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ" - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics