02:41 - 28 Apr, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-25 14:10:15, 654 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ღარიბაშვილმა საკუთარი თავი და ოჯახი გადაარჩინა სანქციებისგან

ნამდვილად ბედის ირონიაა, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაწერა, ივანიშვილი ცდილობდა ხელის ფათურს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი გაშვების მიზნით და თავისავე პარტიის თავმჯდომარე წავიდა პარტიიდან და პოლიტიკიდან, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებით ღარიბაშვილმა საკუთარი თავი და ოჯახის წევრები სასანქციო პოლიტიკას გადაარჩინა.

„ღარიბაშვილმა თავი გადაირჩინა, ეს თავის გადარჩენის და იმ მილიონების გადარჩენის მცდელობაა, რომელიც წლების მანძილზე „ქართული ოცნების“ სახელით ქართველ ხალხს მოპარა. ასევე, სურვილი, რომ მას და მის ოჯახის წევრებს შეეძლოთ დასავლეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროკავშირში შესვლა, მოგზაურობა, სწავლა-განათლება, ცხოვრება, ეს არის რეალურად მისი პოლიტიკიდან და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობიდან წასვლის მიზეზი“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ღარიბაშვილის ივანიშვილის ფსევდო ოპოზიციაში ხილვა, ბოკუჩავა პასუხობს, რომ ეს გამორიცხული არაა.

„გულწრფელი ვიყოთ, ამ ადამიანს თავმოყვარეობა რომ არ აქვს, ეს არაერთხელ დაამტკიცა, როცა ივანიშვილმა გაუშვა, დააბრუნა, ასე რომ სხვა ამპლუაშიც რომ მოგვევლინოს და სხვა მანტია მოისხას, ამასაც არ გამოვრიცხავთ. თუმცა, ფაქტია, რომ რუსული ოცნების თავმჯდომარეობის პოსტის დატოვება ჩემი აზრით, იმას უკავშირდება, რომ მას საკუთარი თავის და ოჯახის წევრების გადარჩენა სურდა იმ სასანქციო პოლიტიკისგან, რომელიც არამხოლოდ შენარჩუნდება, არამედ გაფართოვდება. ვიცით, რომ მისი უფროსი შვილი პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობდა, რომელიც ძალიან პრესტიჟულია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფაქტია, რომ ბავშვს არ უნდა და არც ენდომებოდა ლომონოსოვის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება. ეს ნამდვილად იყო ღარიბაშვილის მხრიდან მცდელობა, გადაერჩინა თავი, გადაერჩინა მოპარული მილიონები და დაეტოვებინა შანსი მისი შვილებისთვის, რომ მამის საქმიანობის გამო არ აეკრძალოთ შეერთებულ შტატებში არამხოლოდ სწავლა, შესვლის უფლებაც“, - განაცხადა ბოკუჩავამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
რუბიო - მომავალი კვირა უკრაინაში ომის დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
მიტროპოლიტი იაკობაშვილი - პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო?
გერმანიაში ქართველი დააკავეს, რომელსაც ტელეფონში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოები ჰქონდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი