2025-04-25 10:43:31, 607 ნახვა
ეკონომიკა
ტატო ახალკაციშვილის გამოფენა „კ(ქ)რონოსი“ მალე გაიხსნება - გამოფენის გენერალური მხარდამჭერია SOLO
![]() 1 მაისს, 18:00 საათზე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში კონსტანტინე ბოლქვაძის კურატორობით, ტატო ახალკაციშვილის გამოფენა „კ(ქ)რონოსი“ გაიხსნება. გამოფენის გენერალური მხარდამჭერია SOLO. გამოფენის სათაური, კონცეფცია და მთლიანი ვიზუალური ქსოვილი წარმოადგენს კურატორის, კონსტანტინე ბოლქვაძის რეფლექსიას ხელოვანზე. მონუმენტურ ფერწერულ ტილოებს დრამატულობა და თხრობის პათოსი აერთიანებს. თუმცა, თითოეული ტილო ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ქვეთავია - ისინი არ მიეკუთვნება რომელიმე კონკრეტულ სერიას. არტისტი უდროო, იმპერსონალურ სივრცეებში მოგზაურობს. მისი მიზანი არა სტილის და ეპოქის სულის გაცოცხლება, არამედ ქართულ, ლოკალურ კონტექსტზე რეფლექსიის მოხდენა და ალეგორიული სიუჟეტებით მძიმე სოციალურ-პოლიტიკურ თუ ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე საუბარია. ნამუშევრებში ამბივალენტური ნიუანსებიც იკითხება: ტოქსიკური ფერები და ჰოლანდიური ვალიორი, ჰარმონია და ქაოსი, სიცოცხლე და თანატოსი, კლასიკა და პოსტმოდერნიზმი.... ტატო ახალკაციშვილი ტატო ახალკაციშვილი 2000-იანების თაობას მიეკუთვნება. იგი მულტიმედიური არტისტია, ფერწერის და გრაფიკის გარდა, ქმნის ფოტოებს, კოლაჟებს, ინსტალაციებს, ობიექტებს და ვიდეოარტს. ტატო იყო „ფიგურატიული ხელოვნების სახელოსნოს“ წევრი, რომელიც 2004 წელს შეიქმნა. ამ ჯგუფის ნოვატორულობა გამოიხატებოდა შემდეგი ნიშნებით: პოსტსაბჭოთა სივრცის რეფლექსია, კოლექტიური მეხსიერების პრობლემა და ქართულ ხელოვნებაში ახალი ფიგურატიულობისა თუ ჰიპერრეალიზმის სტილების დანერგვა. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
რუბიო - მომავალი კვირა უკრაინაში ომის დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
მიტროპოლიტი იაკობაშვილი - პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო?
გერმანიაში ქართველი დააკავეს, რომელსაც ტელეფონში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოები ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ბევრი ამერიკელი პრეზიდენტი გააცურა, ტრამპი ყველაზე მეტად
![]() ვატიკანმა პროტოკოლი დაარღვია და ზელენსკის პაპის დაკრძალვაზე პირველი რიგის ადგილი დაუთმო
ომი უკრაინაში![]() ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა)
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
|