2025-04-24 16:48:14, 834 ნახვა
სამართალი
გიორგი ჩხეიძის ადვოკატი - საქმე შეკერილია
![]() სასამართლო პროცესზე მოწმე დაიკითხა, საქმე ისეა შეკერილი, რომ დამკავებელი პირი, რომელიც მითითებულია, საერთოდ არ არის ვიდეოკადრებში, - ამის შესახებ გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებული, გიორგი ჩხეიძის ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, მოწმის მიერ გაკეთებული განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის მტკიცებულებებთან. "სასამართლო პროცესზე მოწმე დაიკითხა, საქმე ისე არის შეკერილი, რომ დამკავებელი პირი, რომელიც მითითებულია, საერთოდ არ არის ვიდეოკადრებში და გარემოებები, რომელზეც მან ისაუბრა დაკითხვის დროს, წინააღმდეგობაში მოდის, ჩვენს აუდიო და ვიდეო ჩანაწერებთან, ამიტომ, ახლა შს სამინისტრო პროცესის გადადებას შუამდგომლობს, რომ სხვა მოწმეები დაკითხონ. პირები რომლებმაც ბრალდებული დააკავეს, სხვაა და მოწმედ მოყვანილი პოლიციელი სხვა. ადამიანმა მისცა ჩვენება, რომ გაიგონა, როგორ იგინებოდა, მისი თქმით, მან დააკავა და მანვე მიიყვანა მანქანასთან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ვიდეო მასალებთან", - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა. ცნობისთვის, გიორგი ჩხეიძე გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის შეურაცხყოფის ბრალდებით, მაშინ დააკავეს, როდესაც გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი "კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის საქმეზე დაიკითხა და სასამართლოს ტოვებდა.
ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
რუბიო - მომავალი კვირა უკრაინაში ომის დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
მიტროპოლიტი იაკობაშვილი - პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო?
გერმანიაში ქართველი დააკავეს, რომელსაც ტელეფონში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოები ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ბევრი ამერიკელი პრეზიდენტი გააცურა, ტრამპი ყველაზე მეტად
![]() ვატიკანმა პროტოკოლი დაარღვია და ზელენსკის პაპის დაკრძალვაზე პირველი რიგის ადგილი დაუთმო
ომი უკრაინაში![]() ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა)
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
|