2025-04-24 16:46:49, 819 ნახვა
მსოფლიო
მარია ზახაროვა - ლონდონში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩაშალა
![]() ლონდონში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩაშალა, რითაც დაადასტურა კიევის განზრახვა, ნებისმიერ ფასად ჩაშალოს სამშვიდობო პროცესი, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „ყველაფერს რომ თავისი სახელი ვუწოდოთ, ზელენსკიმ ჩაშალა კონსულტაციების ლონდონის რაუნდი, რითაც დამაჯერებლად დაადასტურა ბანკოვას [ქუჩა კიევის ცენტრალურ ნაწილში] განზრახვა, ნებისმიერ ფასად ჩაშალოს სამშვიდობო პროცესი“, - განაცხადა ზახაროვამ. მისი მტკიცებით, კიევი ანალოგიურად დასცინოდა მინსკის შეთანხმებებსა და სააღდგომო ზავს, დაარღვია ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებზე გამოცხადებული მორატორიუმი და სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები. გარდა ამისა, ზახაროვას თქმით, ზელენსკის სიტყვებმა ყირიმის რუსეთის ტერიტორიად არ აღიარების შესახებ აჩვენა, რომ კიევს მოლაპარაკებები არ შეუძლია. ცნობისთვის, გუშინ ლონდონში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე უნდა გამართულიყო, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა გადაიდო და მოლაპარაკებები უკრაინის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შორის გაიმართა.
ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
რუბიო - მომავალი კვირა უკრაინაში ომის დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
მიტროპოლიტი იაკობაშვილი - პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო?
გერმანიაში ქართველი დააკავეს, რომელსაც ტელეფონში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოები ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ბევრი ამერიკელი პრეზიდენტი გააცურა, ტრამპი ყველაზე მეტად
![]() ვატიკანმა პროტოკოლი დაარღვია და ზელენსკის პაპის დაკრძალვაზე პირველი რიგის ადგილი დაუთმო
ომი უკრაინაში![]() ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა)
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
|