03:44 - 28 Apr, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-24 16:16:17, 552 ნახვა

სამართალი
აქციების დროს დაკავებული 11 პირის მომდევნო პროცესი პირველ მაისს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის მომდევნო სასამართლო პროცესი პირველ მაისს გაიმართება. ასევე გაიწერა მომდევნო სხდომების ჩატარების გრაფიკიც. 

შემდეგი სხდომა შესავალი სიტყვებით გაიხსნება, შემდეგ კი სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადავა. 

დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვით წარდგნენ. ასევე დაცვის მხარემ სხდომის გახსნის შუამდგომლობა დააყენა. რაც მოსამართლე გალუსტაშვილმა დააკმაყოფილა.

ბრალდების მხარემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაიზიარა. პროკურორის განცხადებით, მას მიაჩნია, რომ სხდომა ისევ ამ ფორმატით უნდა გაგრძელდეს, რადგან დარბაზიდან მოსამართლეს "ემუქრებოდნენ". გალუსტაშვილმა ბრალდების მხარის პოზიცია არ გაიზიარა.

დღევანდელ პროცესს ერთ-ერთი ბრალდებული რევაზ კიკნაძე არ ესწრება. სხდომაზე ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა სხდომებზე რევაზ კიკნაძის დაბრუნების შუამდგომლობა დააყენა. რაც გალუსტაშვილმა დააკმაყოფილა. 

რევაზ კიკნაძე სასამართლო სხდომიდან 25 მარტს გააძევეს. იქამდე მან მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს უთხრა, რომ სურდა პროტესტის ნიშნად დარბაზი დაეტოვებინა, რადგან სხდომაზე ბრალდებულების ოჯახის წევრებს არ უშვებდნენ.

ბოლო რამდენიმე სხდომა ნახევრად დახურულ ფორმატში ჩატარდა. ბრალდებულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ ეძლეოდათ. 5 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე, ერთ-ერთი ბრალდებული ჯანო არჩაია გააძევეს, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა, საქმის განმხილველი წინა მოსამართლის ირაკლი შვანგირაძის გადაწყვეტილებით, სხდომა ნაწილობრივ დაიხურა.

11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
რუბიო - მომავალი კვირა უკრაინაში ომის დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
მიტროპოლიტი იაკობაშვილი - პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო?
გერმანიაში ქართველი დააკავეს, რომელსაც ტელეფონში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოები ჰქონდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი