02:33 - 28 Apr, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-24 13:33:36, 633 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - 2028 წელსაც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და შემდეგ არჩევნებშიც

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2028 წელსაც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და შემდეგ არჩევნებშიც.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხალხის მოთხოვნა არის ის პოლიტიკა, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს.

კალაძის თქმით, საქართველოს რომ შეცდომა დაეშვა და „გაზულუქებული, კორუმპირებული ბიუროკრატების“ მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა ე.წ. მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, დღეს ქვეყანაში სხვა სიტუაცია იქნებოდა.

„ქართველი ხალხის მოთხოვნა არის ის პოლიტიკა, რასაც დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ატარებს. თქვენ, რადიკალები უმცირესობაში ხართ. ძალიან ცოტა ხართ და ამაზე შეგუება მოგიწევთ. 2028 წელსაც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და შემდეგ არჩევნებშიც“,- განუცხადა კალაძემ ჟურნალისტს.

თბილისის მერმა ასევე ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა „გაზულუქებულ ზოგიერთ ბიუროკრატებს“ დააკისრა.

კახა კალაძის შეფასებით, ისინი ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს შანტაჟის ენით ელაპარაკებიან.

„მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ გაზულუქებულ ზოგიერთ ბიუროკრატს, რომელიც ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს შანტაჟის ენით ელაპარაკება. ჩვენ არავის მივცემთ ამის შესაძლებლობას, გინდ ევროინტეგრაციის პროცესით გვაშანტაჟონ, გინდ პირადად. საქართველოს ინტერესები არ დაითმობა. ეს კარგად უნდა გაიგოს იმ ზოგიერთმა გაზულუქებულმა, კორუმპირებულმა, ევროპელმა ბიუროკრატმა. ეს თავიდან ფეხებამდე ძალიან კარგად უნდა გაითავისონ. ჩვენ ბევრი ასეთი რეზოლუცია გვინახავს, შანტაჟიც ბევრი გვახსოვს. ჯერ კანდიდატის სტატუსით გვაშანტაჟებდნენ, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნით, ახლა ვიზალიბერალიზაციით და ასოცირების შეთანხმებით. რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებას, თუ ვინმეს სურვილი აქვს ნახოს, რა აქვს საქართველოს ამ მიმართულებით გაკეთებული ევროინტეგრაციის გზაზე, ყველა დარწმუნდება, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა თავისი წინგადადგმული ნაბიჯებით და შესრულებული ვალდებულებებით. ყველაფრით წინ ვართ იმ ქვეყნებზე, რომლებმაც მაგალითად, ჩვენზე ადრე მოიპოვეს კანდიდატის სტატუსი და გაუხსნეს მოლაპარაკებები, მაგრამ აქ სხვა მოცემულობაა- საქართველოსთან მიმართებით სხვა დამოკიდებულება აქვთ იმიტომ, რომ ისინი არჩევნებში დამარცხდნენ. მხედველობაში მაქვს ევროპელი გაზულუქებული, კორუმპირებული ბიუროკრატები, ყველაზე საუბარი არ მაქვს. ისინი დამარცხდნენ საქართველოში, ქართველმა ხალხმა უთხრა მათ არა. რა თქმა უნდა, ეს აგიჟებთ მათ და ამიტომ არიან გაგიჟებული, ხან ვიზალიბერალიზაციით გვაშანტაჟებენ, ხან კანდიდატის სტატუსით და ხან მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნით“,-განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდება თუ არა უვიზო რეჟიმის შეჩერებას, კალაძემ უპასუხა, რომ მისთვის საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

„ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება“,-განაცხადა კალაძემ. დამატებით კითხვაზე, ვინ ართმევს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, კალაძემ უპასუხა, რომ „გაზულუქებული კონკრეტული ბიუროკრატები“. „ზუსტად ის გაზულუქებული კონკრეტული ბიუროკრატები, ვინც ქართულ სახელმწიფოს ებრძვის. საქართველოში „უკრაინიზაცია“ ვერ მოხდება“,- განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დღეს არ არის საქართველოში ის სიტუაცია, რაც 2012 წლამდე იყო. როგორც კახა კალაძემ განმარტა, ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით ვითარდება, ეკონომიკური ზრდა არის, ბიზნესი ვითარდება და სამუშაო ადგილები იქმნება.

კითხვაზე, როგორ აისახება მოქალაქეებზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, კახა კალაძემ განმარტა, რომ ამის ერთ-ერთი მაჩვენებელი დედაქალაქში გაზრდილი ავტომობილების რაოდენობაა.

„გაიარეთ ქალაქში და ნახავთ. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, თუნდაც გადახედეთ ავტომობილების რაოდენობას, რამდენი იყო და რამდენი ავტომობილი გადაადგილდება დღეს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, ავტომობილების რაოდენობაზეც აისახება, პირდაპირ კორელაციაშია. შეგიძლიათ ნახოთ, ეს ერთ-ერთი პატარა მიმართულებაა, თორემ ბევრი სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემაა “,- განაცხადა კალაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
რუბიო - მომავალი კვირა უკრაინაში ომის დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
მიტროპოლიტი იაკობაშვილი - პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო?
გერმანიაში ქართველი დააკავეს, რომელსაც ტელეფონში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოები ჰქონდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი