2025-04-24 11:27:00, 684 ნახვა
საზოგადოება
1-ელ მაისს საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული პირების მხარდასაჭერად 10 პროფკავშირი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია მსვლელობას გამართავს
![]() 1-ელ მაისს, ორბელიანების (კოლმეურნეობის) მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე 10 პროფკავშირი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია მსვლელობას გამართავს, რითაც გამოხატავენ პროტესტს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიებისა და ზოგადად ქვეყანაში არსებული უსამართლო სოციალური პოლიტიკის გამო. ამის შესახებ „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ თანათავმჯდომარემ, კახი სამხარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე, საჯარო სამსახურიდან 800 ადამიანი არის გათავისუფლებული. „რეორგანიზაცია რამდენიმე საჯარო უწყებაში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, 800 ადამიანი არის გათავისუფლებული საჯარო სამსახურიდან. მარტო ერთი უწყებიდან, საჯარო რეესტრიდან 200-ზე მეტი ადამიანია გათავისუფლებული. გარდა ამისა, განათლების სამინისტროში დაიწყო რეპრესიები, ეს ეხება ცენტრალურ აპარატს, იქ ხდება ე.წ. რეორგანიზაცია. რეალურად, აზრის გამო დევნა მიმდინარეობს. ეს პროცესი მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მათ შორის სკოლებს, უნივერსიტეტებს. ფაქტობრივად, ყველა სკოლის დონეზე მოხდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ჩარევა. მძიმე პროცესებს მივიღებთ. ამ მოვლენებთან ერთად, ვაპირებთ სოლიდარულები ვიყოთ საჯარო მოხელეების მიმართ, ვინც რეპრესიების ობიექტია. პირველ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეა. ეს არის ევროპული ცივილიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ჩვენც 10 დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირთან ერთად ვაანონსებთ და განვახორციელებთ მსვლელობას, რომელიც დაიწყება კოლმეურნეობის მოედნიდან. ეს არის მოედანი, სადაც პირველად შედგა მშრომელების გამოსვლა. ამ სიმბოლური აქტით დავიწყებთ მსვლელობას 19:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით. ამის შემდეგ შევუერთდებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას“, - აღნიშნა კახი სამხარაძემ.
ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
რუბიო - მომავალი კვირა უკრაინაში ომის დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
მიტროპოლიტი იაკობაშვილი - პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო?
გერმანიაში ქართველი დააკავეს, რომელსაც ტელეფონში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოები ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ბევრი ამერიკელი პრეზიდენტი გააცურა, ტრამპი ყველაზე მეტად
![]() ვატიკანმა პროტოკოლი დაარღვია და ზელენსკის პაპის დაკრძალვაზე პირველი რიგის ადგილი დაუთმო
ომი უკრაინაში![]() ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა)
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
|