2025-04-24 10:08:04, 446 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი - პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც ჩანს, არასწორი მიმართულებით მოძრაობს
![]() პრეზიდენტი იმედგაცრუებულია, მისი მოთმინება ივსება, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც ჩანს, არასწორი მიმართულებით მოძრაობს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა. „მას სურს გააკეთოს ის, რაც სწორია მსოფლიოსთვის. მას სურს მშვიდობის ხილვა. მას სურს მკვლელობების შეწყვეტა, მაგრამ ამისთვის ომის ორივე მხარე მზად უნდა იყოს და სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც ჩანს, არასწორი მიმართულებით მოძრაობს“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჟურნალისტებთან საუბარში. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს განახორციელა - სამი წლით ადრე, სანამ დონალდ ტრამპი პირველი ვადით პრეზიდენტი გახდებოდა. „როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა სამართლიანად აღნიშნა, სწორედ პრეზიდენტმა ობამამ დათმო ყირიმი, რომელმაც რუსეთს მისი მიტაცების უფლება მისცა 2014 წელს. პრეზიდენტი არ სთხოვს უკრაინას ყირიმის აღიარებას. მათთვის ამის გაკეთება არავის უთხოვია. ის ითხოვს, რომ ხალხი მოლაპარაკების მაგიდასთან მივიდეს და გააცნობიეროს, რომ ეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სასტიკი ომია“, - აღნიშნა კეროლაინ ლევიტმა. მისი თქმით, კარგი შეთანხმების მისაღწევად ორივე მხარე მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა. „კარგი გარიგების მისაღწევად, ორივე მხარე ცოტა უკმაყოფილო უნდა იყოს და სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზელენსკი ცდილობს ამ სამშვიდობო მოლაპარაკებების პრესაში განხილვას და ეს პრეზიდენტისთვის მიუღებელია“, - დასძინა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
რუბიო - მომავალი კვირა უკრაინაში ომის დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
მიტროპოლიტი იაკობაშვილი - პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო?
გერმანიაში ქართველი დააკავეს, რომელსაც ტელეფონში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოები ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ბევრი ამერიკელი პრეზიდენტი გააცურა, ტრამპი ყველაზე მეტად
![]() ვატიკანმა პროტოკოლი დაარღვია და ზელენსკის პაპის დაკრძალვაზე პირველი რიგის ადგილი დაუთმო
ომი უკრაინაში![]() ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა)
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
|