2025-04-23 17:09:51, 723 ნახვა
სამართალი
გიორგი ვაშაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
![]() “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მზია გარშაულიშვილმა მიიღო. მან ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა. დღევანდელ სხდომაზე ვაშაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას. როგორც პროკურორი მარი მეშველიანი საკუთარ შუამდგომლობაში აღნიშნავდა, ბრალდებულმა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა და მან კომისიაზე გამოცხადებაზე უარი შეგნებულად, მიზანმიმართულად განაცხადა. მეშველიანის თქმით, ვაშაძის მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. პროკურორის განმარტებით, ბრალდებული გულგრილია კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე. ამასთან, როგორც მეშველიანი აღნიშნავდა, ვაშაძეს კავშირები აქვს საზღვარგარეთ და ის საქართველოს საზღვარს ხშირად კვეთს. პროკურორის თქმით, მათ ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობის შესწავლით დაასკვნეს, რომ 50 000-ლარიანი გირაო არის ის თანხა, რომლის გადახდასაც ის შეძლებს. შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, საქმე პოლიტიზებულია და ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების არც ფორმალური და არც ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობს. ბექა ბასილაიას განმარტებით, ვაშაძეს უწყება გამოცხადებასთან დაკავშირებით არ ჩაჰბარებია, მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა კი ჩაბარებად არ ითვლება. ამასთან, ბასილაიას თქმით, ვაშაძის მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არ არსებობს. სიტყვით ისარგებლა გიორგი ვაშაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქმე პოლიტიზებულია და ის არსად მიმალვას არ აპირებს. ვაშაძის თქმით, სასამართლო ახლა ტესტს აბარებს, ასრულებს თუ არა ის დაკვეთებს და შეასრულებს თუ არა ის სრულად პროკურატურის მოთხოვნას. ინფორმაციისთვის, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დაიბარეს. გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
რუბიო - მომავალი კვირა უკრაინაში ომის დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
მიტროპოლიტი იაკობაშვილი - პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო?
გერმანიაში ქართველი დააკავეს, რომელსაც ტელეფონში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოები ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ბევრი ამერიკელი პრეზიდენტი გააცურა, ტრამპი ყველაზე მეტად
![]() ვატიკანმა პროტოკოლი დაარღვია და ზელენსკის პაპის დაკრძალვაზე პირველი რიგის ადგილი დაუთმო
ომი უკრაინაში![]() ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა)
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
|