2025-04-23 10:59:36, 769 ნახვა
კომენტარი
ანა დოლიძე - რძის საკითხი ჩემთვის, როგორც მშობლისთვის არ დასრულებულა და აუცილებლად მივყვები ბოლომდე
![]() რძის საკითხი ჩვენი შვილების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, ეს არის თემა, რომელსაც თვალ-ყურის მიდევნება სჭირდება - ამ თემაზე უნდა მოეწყოს საგამოძიებო კომისია, - ამის შესახებ კოალიცია ,,ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა. ანა დოლიძის შეფასებით, რძის პროდუქტებთან დაკავშირებით საზოგადოებამ ვერანაირი სიმართლე ვერ გაიგო. „მინდა შევეხო რძის საკითხის, რომელიც ჩაიხურა. ეს საკითხი დასრულდა?! არ დასრულებულა. რაიმე სიმართლე გავიგეთ?! ვერაფერი ვერ გავიგეთ. ბოლო-ბოლო ეს ჩვენი რძე მოწამლულია, თუ არ არის მოწამლული?! სავარაუდოდ, სურსათის უვნებლობის სამსახური არ იყო გაფრთხილებული, როდესაც გამოაცხადა რძეში სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერების არსებობა, რასაც მოყვა საზოგადოების აღშფოთება. მეორე დღეს კი გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ ყველაფერი რიგზეაო. ეს არის ჩვენი შვილების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ეს არის თემა, რომელსაც სჭირდება თვალ-ყურის მიდევნება. თუ საუბარია საგამოძიებო კომისიის მოწყობაზე, ამ თემაზე უნდა მოეწყოს საგამოძიებო კომისია. ნამახვანზე, შოვზე, ორივე საკითხზე ვითხოვდი საგამოძიებო კომისიას, რათა დაგვედგინა სიმართლე, თუმცა იქაც ვერაფერი ვერ გავიგეთ. არაფერი არ გამოსწორებულა და ისევ ისეა ყველაფერი დატოვებული. რძის საკითხი ჩემთვის, როგორც მშობლისთვის არ დასრულებულა, აუცილებლად მივყვები ბოლომდე“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
რუბიო - მომავალი კვირა უკრაინაში ომის დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
მიტროპოლიტი იაკობაშვილი - პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო?
გერმანიაში ქართველი დააკავეს, რომელსაც ტელეფონში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოები ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ბევრი ამერიკელი პრეზიდენტი გააცურა, ტრამპი ყველაზე მეტად
![]() ვატიკანმა პროტოკოლი დაარღვია და ზელენსკის პაპის დაკრძალვაზე პირველი რიგის ადგილი დაუთმო
ომი უკრაინაში![]() ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა)
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
|