2025-04-22 16:57:44, 902 ნახვა
High - Tech
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი აიძულებს Google-ს, გაყიდოს Chrome ბრაუზერი
![]() შეერთებულ შტატებში, საძიებო სისტემების ბაზარზე Google-ის დომინირების შესახებ ანტიმონოპოლიური საქმის ფარგლებში, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილება Google-ემ იძულებით გაყიდოს Chrome ბრაუზერი. ამის შესახებ Reuters იტყობინება. აღნიშნულია, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ადვოკატი დევიდ დალკვისტი ასევე ითხოვს ხელშეკრულებების შეწყვეტას, რომლითაც Google Chrome-ის საძიებო სისტემა თავდაპირველად დამონტაჟებულია სმარტფონებსა და სხვა კომპიუტერებზე და მიიჩნევს, რომ კონკურენტებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი წვდომა მონაცემებზე. 2024 წელს, DC-ის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ამიტ მეჰტამ დაადგინა, რომ Google-ს არა მხოლოდ უსამართლო უპირატესობა ჰქონდა ონლაინ ძიების და რეკლამის ბაზარზე, არამედ დახარჯა მილიარდობით დოლარი თავისი მონოპოლიის დასაცავად. ამრიგად, 2021 წელს Google-მა 26,3 მილიარდი დოლარი გადაუხადა სხვა კომპანიებს, რომ მისი საძიებო სისტემა ნაგულისხმევად დაეყენებინა ვებ ბრაუზერებსა და მობილურ ტელეფონებში, განაცხადა კომპანიის ტოპ მენეჯერმა პრაბჰაკარ რაღავანმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსა და Google-ს შორის ანტიმონოპოლიური სასამართლო პროცესის დროს. საქმეს „ათწლეულის სასამართლო პროცესს“ უწოდებენ, რადგან დიდი ხნის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა აშშ-ის მარეგულირებლები კომპანიას უკანონო მონოპოლიის შექმნაში ადანაშაულებენ და კონკრეტულ შედეგებს ეძებენ. ონლაინ გამოცემის The Wall Street Journal-ის ცნობით, მოსამართლე მეჰტამ სამი კვირა გამოყო არგუმენტებისა და ჩვენებების მოსასმენად, რომლებიც საჭიროა კონკურენციის აღდგენისკენ მიმართული ზომების დასადგენად.
ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
რუბიო - მომავალი კვირა უკრაინაში ომის დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
მიტროპოლიტი იაკობაშვილი - პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო?
გერმანიაში ქართველი დააკავეს, რომელსაც ტელეფონში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოები ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ბევრი ამერიკელი პრეზიდენტი გააცურა, ტრამპი ყველაზე მეტად
![]() ვატიკანმა პროტოკოლი დაარღვია და ზელენსკის პაპის დაკრძალვაზე პირველი რიგის ადგილი დაუთმო
ომი უკრაინაში![]() ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა)
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
|