2025-04-21 14:25:20, 617 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე დაპირისპირებაა - არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 1 პირი
პარლამენტთან, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაა. პოლიციას აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან ძალის გამოყენებით გადაჰყავს.არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.
ადგილიდან პოლიციამ რამდენიმე პირი გაიყვანა, თუმცა მოხდა თუა არა მათი დაკავება, ამ დროისთვის, უცნობია.
მანამდე, საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს, თუმცა მოქალაქეები ამ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,