|
2025-04-18 21:20:50, 580 ნახვა
მსოფლიო
Bloomberg - დუდა საფრანგეთის ბირთვულ ფარზე პოლონეთის წვდომას მხარს უჭერს
გამოცემა Bloomberg-თან პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდრეი დუდამ თქვა, რომ პოლონეთმა საფრანგეთის ბირთვულ ფარზე წვდომის მოპოვება უნდა სცადოს. მანვე აღნიშნა, რომ ეს აშშ-ს ბირთვულ იარაღებზე წვდომასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. "მჯერა, რომ ორივე გამოსავლის მიღება შეგვიძლია. ეს ორი აზრი არც საპირისპირო და არც ურთიერთგამომრიცხავია". - თქვა დუდამ Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. ცნობისთვის, დუდა აქამდე წარუმატებლად მოუწოდებდა აშშ-ს წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ ბირთვული ქობინები პოლონეთში განეთავსებინა და ამ მხრივ ძალისხმევები ტრამპის ადმინისტრაციასთანაც აღადგინა. გამოცემის თანახმად, დუდამ თავისი განმეორებითი მოწოდებები დაიცვა და თქვა, რომ "რუსეთის მხრიდან აგრესიული ქცევისთვის" პასუხის გაცემა NATO-ს როლია. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ბირთვული შეკავების გაფართოება რუსეთის მიერ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გაგზავნის პასუხი იქნება. "როგორ გასცემს ამას NATO პასუხს? ჩემი პასუხი ძალიან მარტივია. [...] მოგიწოდებთ, რომ ბირთვული გაზიარება ჩვენს ტერიტორიაზეც განავრცოთ". - თქვა დუდამ. 10 აპრილს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გავრცელებული პოსტის მიხედვით, ამჟამად პოლონეთი და საფრანგეთი ორმხრივ ხელშეკრულებას ამზადებენ, რომელიც თავდაცვის, ბირთვული ენერგეტიკისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობას შეეხება. მანამდე, პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა თქვა, რომ პოლონეთს ბირთვულ იარაღზე წვდომის მოპოვება სურს და საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ფრანგული ბირთვული შეკავების გაფართოებას სერიოზულად განიხილავდა. მოგვიანებით, დუდამ გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში აშშ-ს მოუწოდა, ბირთვული იარაღი პოლონეთის ტერიტორიაზე განალაგოს, რათა ამ ნაბიჯმა მომავალი რუსული აგრესიის წინააღმდეგ შემაკავებლის როლი შეასრულოს. დუდას თქმით, "აშკარაა", რომ ტრამპს შეუძლია დასავლეთ ევროპასა თუ აშშ-ში განთავსებული ბირთვული ქობინები პოლონეთში განალაგოს და დაამატა, რომ მან ეს საკითხი უკრაინაში ტრამპის აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელთან, კით კელოგთანაც, განიხილა. Financial Times წერდა, რომ დუდა იმ ბირთვული გაზიარების პროექტის გამოცოცხლებას ცდილობს, რომელიც მან 2022-ში ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წარუმატებლად წარუდგინა. ცნობისთვის, ცივი ომის პერიოდში პოლონეთის კომუნისტურ რეჟიმს ქვეყანაში საბჭოთა ბირთვული ქობინები ჰქონდა განლაგებული. დუდას თქმით, ტრამპის გადასაწყვეტია, თუ სად იქნება აშშ-ს ბირთვული შეიარაღება განთავსებული და გაიხსენა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადება, როდესაც მან 2023-ში თქვა, რომ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას ბელარუსში განალაგებდა. ამასთანავე, დუდას აზრით, ტრამპი პოლონეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანაზე აზრის შეცვლას არ აპირებს.დუდას მოწოდებას აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის, ჯეი დი ვენსი გამოეხმაურა და თქვა, რომ გაოცებული იქნება, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს აღმოსავლეთ ევროპაში ბირთვული იარაღის განთავსებას.
საია: მარეგულირებელი აქტის გარეშე ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევა ექსპერიმენტული იარაღია
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 1200-ზე მეტი მასწავლებელი წარადგინეს - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ზელენსკი: ევროკავშირის 3 ქვეყანა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს
კობახიძე: ჩინეთთან ყოველისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავდივართ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)