2025-04-18 17:49:52, 667 ნახვა
რეგიონი
ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა. ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,