2025-04-18 16:07:21, 711 ნახვა
კულტურა
რეჟისორი გიორგი თავართქილაძე - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს დავით დოიაშვილი „ქოცხროვიდან“? ვერავინ
![]() ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს დავით დოიაშვილი დღეს „ქოცხროვიდან“? ვერავინ, გამორიცხულია, იმიტომ, რომ დღეს ვინც „ქართულ ოცნებას“ ანუ რუსულ რეჟიმს უჭერს მხარს, ის ვერ იქნება ხელოვანი, ის შეიძლება იყოს ხელოსანი, - ამის შესახებ რეჟისორმა გიორგი თავართქილაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების შემდეგ, ვინც მის თანამდებობას დაიკავებს, ხელოვანი ვერ იქნება. „ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს დავით დოიაშვილი დღეს „ქოცხროვიდან“? ვერავინ, გამორიცხულია იმიტომ, რომ დღეს ვინც „ქართულ ოცნებას“, ანუ რუსულ რეჟიმს უჭერს მხარს, ის ვერ იქნება ხელოვანი, ის შეიძლება იყოს ხელოსანი. ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი არის თავისუფალი აზრი. თუ თავისუფალი აზრი არ არის, ხელოვნება აღარ არის და იმ ადამიანს ხელოვანი აღარ ჰქვია. ასე რომ, ხელოსნები ბევრი ჰყავთ და სავარაუდოდ, მორიგ ხელოსანს ვიხილავთ. ვიხილავთ კიდევ ბევრ ხელოსანს სხვადასხვა დაწესებულებებში, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, რადგან კონსოლიდირებულია უკვე ივანიშვილის დიქტატურა. ეს სიმახინჯე არის უკვე ცხადი“, - განაცხადა გიორგი თავართქილაძემ. ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, ხოლო "სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო“.
ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
რუბიო - მომავალი კვირა უკრაინაში ომის დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
მიტროპოლიტი იაკობაშვილი - პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო?
გერმანიაში ქართველი დააკავეს, რომელსაც ტელეფონში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოები ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ბევრი ამერიკელი პრეზიდენტი გააცურა, ტრამპი ყველაზე მეტად
![]() ვატიკანმა პროტოკოლი დაარღვია და ზელენსკის პაპის დაკრძალვაზე პირველი რიგის ადგილი დაუთმო
ომი უკრაინაში![]() ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა)
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
|