03:35 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-17 09:58:46, 1010 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - იარაღის 40%-ზე მეტი, რომელსაც ფრონტზე იყენებენ, უკრაინაშია წარმოებული

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იმ იარაღის 40%-ზე მეტი, რომელსაც ფრონტის ხაზზე იყენებენ, უკრაინაშია წარმოებული.

„ჯილდოები გადავეცი ჩვენი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშაკებს. იმ იარაღის 40%-ზე მეტი, რომელსაც უკრაინის დასაცავად ფრონტის ხაზზე იყენებენ, უკრაინაშია წარმოებული“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს ტენდენცია უცვლელია და უკრაინა სულ უფრო და უფრო მეტს გააკეთებს თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - დამოუკიდებლად და პარტნიორებთან ერთად.

„უკრაინას ყოველთვის დასჭირდება საკუთარი ძლიერი იარაღი, რათა გვქონდეს ჩვენი საკუთარი ძლიერი უკრაინული სახელმწიფო. უკრაინას ყოველთვის დასჭირდება საკუთარი ტექნოლოგიური უპირატესობა, რათა რუსეთში იცოდნენ: ჩვენ ყველა დარტყმას ვუპასუხებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics