|
2016-03-15 11:06:16, 665 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ეს არის პირველი ეკონომიკური კომისია, რომელმაც საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ურთიერთობას ბიძგი უნდა მისცეს
დღეს ჩვენ ყირგიზეთთან ეკონომიკური ურთიერთობის კომისიის პირველ სხდომას ჩავატარებთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი და განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომისია ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად - როგორც სავაჭრო, ასევე საინვესტიციო ურთიერთობებისათვის. მისივე თქმით, დღეს შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი იქნება განსახილველად წარმოდგენილი. როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ენერგეტიკის, ტურიზმის, ვაჭრობის, ასევე ინვესტიციების მიმართულებით და ინოვაციებისა და კავშირგაბმულობის მიმართულებით. „გუშინ ჩვენ რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გვქონდა, როგორც მინისტრთან ასევე ექსპერტების დონეზე. რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ყირგიზეთთან გვაქვს დადებული გვინდა აღნიშნული ხელშეკრულებების აქტუალიზაცია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა ყირგიზი ხალხი არის საქართველოს მეგობარი. ეს ორი ქვეყანა ძალიან ჰგავს ერთმანეთს, რადგან ორივე სახელმწიფო მთაგორიანი სახელმწიფოა. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მეგობრობა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობაზე წარმატებით აისახება. რაც შეეხება ძირითად მიმართულებებს ესენია: ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და ენერგეტიკა, ასევე ვითანამშრომლებთ ინოვაციებისა და საავტორო უფლბების დაცვის ნაწილშიც. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ყირგიზეთთან მიმართებაში ბრუნვა არის პატარა“, -განაცხადა ვიცე-პრემიერმა. მისივე თქმით, მთლიანი ბრუნვა 10 მილიონ დოლარსაც კი არ აღწევს და შეადგენს 8 მილიონ დოლარს. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ აქ არსებობს დიდი პოტენციალი იმისათვის, რომ სავაჭრო ბრუნვა გაიზარდოს. ეს არის პირველი ეკონომიკური სახის კომისია, რომელმაც უნდა ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას ბიძგი მისცეს, აქედან გამომდინარე მომავალში ჩვენ კერძო სექტორის წახალისებას შევძლებთ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)