|
2025-04-14 20:42:49, 5327 ნახვა
რეგიონი
ბათუმში სტუდენტებმა მსვლელობა გამართეს
“თავისუფლება სინდისის პატიმრებს”, - ამ შეძახილებით სტუდენტებმა ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან აქცია გამართეს, შემდეგ კი ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. შეკრებილები მიმდინარე აქციების პერიოდში დაკავებულების დროულ გათავისუფლებას ითხოვენ. ისმოდა შეძახილები “საქართველო ადექი”. აქციის მონაწილეები, სიმბოლურად გამოცემა “ბათუმელების” ოფისთან მივიდნენ, სადაც მზია ამაღლობელის კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს. “გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრები, გამოდით გარეთ, ქვეყანა უფსკრულში მიჰყავთ. მივმართავთ ხელისუფლებას, გეშინოდეთ ხალხის ძალის, მოუსმინეთ ხალხის ხმას, ყველგან პოლიციაა და არსად სამართალი, ხალხი ითხოვს სამართალს”,- სკანდირებენ სტუდენტები საპროტესტო აქციის მონაწილეები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან გადაინაცვლებენ, სადაც ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს მოქალაქეები მართავენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)