|
2025-04-14 13:43:34, 720 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია სოზარ სუბარს - თქვენ საერთოდ არ გელაპარაკებით, კაცო - ნუ მეჩრებით
მე თქვენ, საერთოდ არ გელაპარაკებით, კაცო. ხმა არ ამომიღია, თქვენ არ გელაპარაკებით. ნუ მეჩრებით, დამამთავრებინეთ! - ასე უპასუხა ყოფილმა შს მინისტრმა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ საუბარს. დროებით საგამოძიებო კომისიაზე ყოფილი შს მინისტრი 20 ივნისის მოვლენებზე პასუხობს კომისიის წევრთა შეკითხვებს. გიორგი გახარიამ კომისიის წევრებს მოუწოდა, რომ 20 ივნისის საქმე გამოიძიონ და ისაუბრონ იმაზე „საერთოდ, გავრილოვი, როგორ აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტის შენობაში“. გახარიას სწორედ ამ რეპლიკას გამოეხმაურა სოზარ სუბარი და მას მოუწოდა, რომ კითხვებს უპასუხოს. „თქვენ კითხვებს უპასუხეთ, გამოძიება სადღაც მიდის და მასალები იქ დევს, ეგ არ არის თქვენი საქმე. რასაც გეკითხებით, იმას უპასუხეთ, ძალიან გთხოვთ“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ მას საერთოდ არ ელაპარაკება. „მე თქვენ, საერთოდ არ გელაპარაკებით, კაცო. ხმა არ ამომიღია, თქვენ არ გელაპარაკებით. ნუ მეჩრებით, დამამთავრებინეთ! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქალბატონო თავმჯდომარევ, თუ ეს კომისია არ არის მზად მოისმინოს პასუხები, მე ავდგები და წავალ. როცა მოემზადებით, მაშინ დამიძახეთ და მოვალ. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. “. განაცხადა გახარიამ. თავის მხრივ, თეა წულუკიანმა გახარიას უთხრა,რომ ნუ ნერვიულობს. „არ ვნერვიულობ, სათამაშოდ მომიყვანეთ აქ?“- აღნიშნა გახარიამ, რაზეც წულუკიანმა კითხვით, უპასუხა - „სათამაშოა მაკო გომურის ამოთხრილი თვალი?“. ამის შემდგომ, წულუკიანმა გახარიას ჰკითხა, ხომ არ ახდენდა ზეწოლას პროკურატურაზე, რომ 20 ივნისის საქმის გამოძიება არასწორი მიმართულებით წასულიყო? ან მისი რომელიმე მოადგილე ხომ არ იყო ჩართული გამოძიების ამა თუ იმ მიმართულებით წაყვანაში? თავის მხრივ გახარიამ აღნიშნა, რომ „არა“. მისივე განმარტებით, გამოძიებაზე ზემოქმედების არც ინსტრუმენტი, არც ინსტრუმენტი და არც მცდელობა არ ჰქონია. „შესაბამისად, მე შემოგთავაზეთ ამ კომისიაზე, რომ დაუძახეთ გენერალურ პროკურორს და მან მოჰყვეს, თუ ვინმე აჩქარებდა [საქმის გამოძიებას] ანელებდა ან რამეს შვრებოდა“.- განაცხადა გახარიამ , რაზეც წულუკიანმა უპასუხა, რომ „ამას ალბათ გააკეთებენ“. გიორგი გახარიამ კომისიის წევრებს კიდევ ერთხელ უთხრა, იმისთვის, რომ საგამოძიებო კომისიას შედეგი ჰქონდეს, ნახევარი სიმართლე კი არ იყოს, არამედ გამოიძიონ „ვინ და როგორ ჩამოიყვანა გავრილოვი და ვინ უბრძანა შტურმის მიტანა შენობაზე“.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)