|
2014-12-21 16:51:53, 3447 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი: ვერავინ შეძლებს რუსეთის დაშინებას
„ვერავინ შეძლებს რუსეთის დაშინებას, შეჩერებასა და იზოლაციას. ეს არასდროს არავის გამოუვიდა და არც გამოუვა“,-ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების სამსახურის თანამშრომლების დღისადმი მიძღვნილ საღამოზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს ყველა იმ მუქარას, რაც მათ სუვერენიტეტს, სტაბილურობასა და საზოგადოების უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის. „კეთდება ღია განცხადებები იმის თაობაზე, რომ რუსეთმა საფასური უნდა გადაიხადოს თავისი დამოუკიდებელი პოზიციისთვის, თანამემამულეების მხარდაჭერისთვის, ყირიმისთვის, სევასტოპოლისთვის, ხანდახან კი მგონი იმისთვისაც, რომ ვარსებობთ. აშკარაა, რომ ვერავინ შეძლებს რუსეთის დაშინებას, შეჩერებასა და იზოლაციას. ეს არასდროს არავის გამოუვიდა და არ გამოუვა. ამასთან ჩვენ გარკვეული სირთულეების გადასალახავად მზად უნდა ვიყოთ და ყველა იმ მუქარას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს სტაბილურობასა და საზოგადოებას, შესაბამისი პასუხი უნდა გავცეთ“,-განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)