|
2025-04-11 14:42:18, 691 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - სრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციაში ვრჩებით
პრემიერი ცდილობს ტყუილებით დააჯეროს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მეტ-ნაკლებად „ქართულ ოცნებას“ ემხრობა, რომ თვითონაც ამზადებენ ევროპულ გზას, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, რეგიონში მარტო არ ვართ და უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა, ყურადღება გვაქვს. „სხვადასხვა განცხადებები გვიჩვენებს, თუ რამდენად ტყუილი განცხადებები წარმოადგინა გუშინ პრემიერმა. პრემიერი ცდილობს ტყუილებით დააჯეროს ყოველ შემთხვევაში, ის ნაწილი, რომელიც მეტ-ნაკლებად „ქართულ ოცნებას“ ემხრობა, რომ თვითონაც ამზადებენ ამ ევროპულ გზას, მაგრამ ყველა განცხადება, რაც ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან არის ამ დღეებში, წინა პერიოდში, ყველა მხოლოდ ერთ რამეს გვიჩვენებს, რომ საქართველოს ევროპული გზა დამოკიდებულია იმაზე, ჩვენ და „ქართული ოცნება“, რომელსაც ბერკეტები გააჩნია, დემოკრატიულ გზას დაუბრუნდეს, რეპრესიები გააჩეროს, პატიმრები გამოუშვას, არჩევნები დანიშნოს. ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ არ შეჩერდეს დიდი ხნით. სხვანაირად ქვეყანას ევროპის გზაზე ვერავინ წაიყვანს, ეს ტყუილია. ამ დროს კი იზოლაციაში, სრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციაში ვრჩებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი ერთზე ვრჩებით ჩვენს ისტორიულ მტერთან - „როდიონოვებთან“ დაუცველები, რადგან დაცულობა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს პარტნიორებთან ერთად არის, ჩვენ ვიცით, რომ მათი მხარდაჭერა, ყურადღება გვაქვს და ამ რეგიონში მარტო არ ვართ. ჩვენ ვიწყებთ ასევე მუშაობას სხვადასხვა საზოგადოებრივ დიდ სეგმენტთან, მათ შორის, საჯარო მოხელეებთან, იმ საჯარო მოხელეებთან, რომლებიც ახლა მასიურად არიან დათხოვილი. შემდეგ დღეებში შეგატყობინებთ, როდის გვექნება სხვადასხვა შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)