|
2025-04-09 20:14:15, 646 ნახვა
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულმა ბლოკმა „სოციალ-დემოკრატებთან“ კოალიციის შექმნა გამოაცხადა
გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ კონსერვატიული ბლოკი და „სოციალ-დეომკრატიული პარტია“ მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. პარტიებმა ბუნდესტაგში გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციური შეთანხმება წარადგინეს. „ჩვენ გვაქვს ძლიერი გეგმა, რომლითაც ერთობლივად წავიყვანთ ჩვენს ქვეყანას წინ“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა, რომელსაც, სავარაუდოდ, მაისის დასაწყისში კანცლერად დაამტკიცებენ. მერცის თქმით, კოალიციური შეთანხმება არის ძლიერი გზავნილი მოქალაქეებისა და ევროპელი მოქალაქეებისთვის, რომ გერმანიას ეყოლება მთავრობა, რომელსაც შეუძლია მოქმედებები. 144-გვერდიანი კოალიციური შეთანხმების მიხედვით, პარტიები შეთანხმდნენ საშუალო და მცირე შემოსავლის მქონე პირებისთვის გადასახადების შემცირებასა და თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე. დოკუმენტში კოალიციური პარტნიორები დიდ ყურადღებას უთმობენ არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას. ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ კოალიციური მთავრობა დიდწილად დაასრულებს არალეგალურ მიგრაციას. ახალი კოალიცია სასაზღვრო კონტროლის და რეპატრიაციის წესების გამკაცრებას გეგმავს. გაფართოვდება გერმანიის მიერ დეპორტაციისთვის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებული სახელმწიფოების სია. ამასთან, ფრიდრიხ მერცმა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების პირობა დადო, პარტიების კოალიციურ შეთანხმებაში შესულია კიევის ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვის მხარდაჭერის პუნქტი. პარტიები ასევე შეთანხმდნენ სამინისტროების განაწილებაზე. „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ შვიდ სამინისტროს ჩაიბარებს, მათ შორის ფინანსთა და თავდაცვის უწყებებს. ექვს სამინისტროს უხელმძღვანელებს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“. პირველად 60 წლის განმავლობაში გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მართვას ჩაიბარებს. მისი პარტნიორი „ქრისტიან-სოციალური კავშირი“ სამ პორტფელს მიიღებს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)