|
2025-04-09 18:14:26, 577 ნახვა
პოლიტიკა
ნატალი ლუაზო - ვხედავთ ევროკავშირის წარუმატებლობას, უპასუხოს „ქართული ოცნების“ რეპრესიებს
ამ მომენტში ვხედავთ ევროკავშირის წარუმატებლობას, უპასუხოს რეპრესიებს, რომელსაც “ქართული ოცნება”, არსებითად კი “ქართული კოშმარი” აწარმოებს - სახელმწიფოებს მოვუწოდებ, ეროვნული ზომები მიიღონ, ზოგიერთი ფეხს ითრევს, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, უფრო მარჯვეები ვიყოთ , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა იმუშაოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, ვინაიდან, შეუძლებელია მთავრობასთან მუშაობა, რომელსაც დე ფაქტო ლეგიტიმურობა არ გააჩნია. “ვითარება გვაქვს, როდესაც დემოკრატიული მისწრაფებების, ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მქონე ხალხი ძალიან რთულ ვითარებაშია მაფიური ავტორიტარული რეჟიმის პირობებში. ამ მომენტში ვხედავთ ევროკავშირის წარუმატებლობას, უპასუხოს ქართველი ხალხის ამ მისწრაფებებს და რეპრესიებს, რომელსაც აწარმოებს “ქართული ოცნება”, არსებითად კი “ქართული კოშმარი”. ევროკავშირის მხრიდან პასუხის ნაკლებობა ან პასუხის არასაკმარისობა ასევე დადის ვიქტორ ორბანის როლამდე, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ “პატრიოტები” [ჯგუფი ევროპარლამენტში] ყურადღებას არ აქცევს ამ ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. ვხედავთ, რომ უნგრეთმა არსებითად გადაწყვიტა აღკვეთოს ევროკავშირის მიერ მიზნობრივი სანქციების შემოღებას პირების წინააღმდეგ, რომელთა სახელებიც ცნობილია. ვიცით სახელები რეჟიმში, რომელმაც გადაწყვიტა საქართველო ძალიან რთულ ვითარებაში მოაქციოს. ასე რომ, ერთის მხრივ, წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდებ, ეროვნული ზომები მიიღონ და ზოგიერთმა მათგანმა მიიღო ისინი და ამას მივესალმები. ზოგიერთი ფეხს ითრევს და, ვფიქრობ, ამაზე უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, უფრო მარჯვეები ვიყოთ. ასევე მოვუწოდებ ევროკომისიას, რომ ნათლად დაინახონ, რა ხდება აქ USAID-ის გაწვევის ფონზე, როდესაც სუსტდება დამოუკიდებელი მედია, რომელიც აშშ-მა მიატოვა. უნდა ვიმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ვინაიდან შეუძლებელია მთავრობასთან მუშაობა, რომელსაც დე ფაქტო ლეგიტიმურობა არ გააჩნია,” - განაცხადა ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)